რატომ მოკლეს 21 წლის ბიჭი? - 4 აპრილის ღამის ტრაგედიის დეტალები
font-large font-small
რატომ მოკლეს 21 წლის ბიჭი? - 4 აპრილის ღამის ტრაგედიის დეტალები
ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა

4 აპრილს, ღამის 4 საათზე სოფელ გლდანში მცხოვრებლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგონეს. სროლებს მამაკაცის განწირული ყვირილი მოჰყვა: გვიშველეთ, ჩქარა "სასწრაფო" გამოიძახეთო! ხალხი მაშინვე გამოცვივდა ქუჩაში. მეზობლებს საშინელი სურათი დახვდათ: 21 წლის თორნიკე ვარდანაშვილი სისხლის გუბეში იწვა. მას თავში სასიკვდილო ჭრილობები აღენიშნებოდა და სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. იქვე, რამდენიმე მეტრის მოშორებით, უგონო მდგომარეობაში მყოფი კიდევ ერთი მეზობელი, 27 წლის ლევან ხოკელაშვილი იპოვეს. ბიჭი სისხლისგან იცლებოდა. "სასწრაფოს" ექიმებმა თორნიკეს პულსი გაუსინჯეს. ის ადგილზე გარდაცვლილიყო. ლევანი კი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე მძიმეა, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლის არეში აღენიშნება ღვიძლის და თორმეტგოჯა ნაწლავის გამჭოლი ჭრილობები, დაზიანებული აქვს პანკრეასი. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.


როგორც ირკვევა, იმ ტრაგიკულ დღეს მეზობლები სოფელ გლდანში, "რუსთავი 2"-ის ოპერატორის, ბექა ქონიაშვილის სახლში ქეიფობდნენ. 10 ახალგაზრდა იყო იქ შეკრებილი. ისინი ირწმუნებიან, რომ სუფრა უკონფლიქტოდ დაიშალა და მათ შორის არავითარი ინციდენტი არ მომხდარა. ბექას სახლიდან გამოსული ლევანი და თორნიკე ღამის 4 საათზე გლდანის მასივში, სადღეღამისო მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად წავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათთან ერთად იყო ლევანის ძმა, თენგოც, რომელიც ამ ტრაგედიის თვითმხილველია. კონფლიქტი სწორედ ქუჩაში მოხდა. ის დღემდე შოკირებულია და ძმის ცხედარს დასტირის. "ეს რა ხდება, თოკო, რატომ? რატომ? ამას როგორ შევეგუო?!" - მოთქვამდა უფროსი ძმა და თან, გამწარებული დედის ხელებს ეფერებოდა, რომელიც ცხედარზე დამხობილი ტიროდა.

მართლაც სულისშემძვრელია ვარდანაშვილების ოჯახის ტრაგედია. მათ სახლში სამძიმარზე მისული ხალხის ნაკადი არ წყდება, ქუჩები გადაჭედილი იყო და, ქალი თუ მამაკაცი, ბავშვი თუ ახალგაზრდა, ყველა ცხარე ცრემლით ტიროდა. "შვილი მომიკლეს, ჩემი თორნიკე მომიკლეს", - მოთქვამდა მომხდარით შეძრული, 21 წლის თორნიკე ვარდანაშვილის მამა, კახა. ტრაგედია მათი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოხდა, სწორედ იქ მოკლეს თორნიკე და დაჭრეს მისი მეგობარი. "ასეთი მშრომელი ბიჭები გავზარდეთ, მამას გვერდში ედგნენ, როგორ გაგიმეტეს სასიკვდილოდ?! წარმოუდგენელია, რომ შენ ვინმეს რამე დაუშავე. ვის შეშურდა ჩვენი ოჯახის, შენ ისევ პატარა მგონიხარ", - ტიროდა თორნიკეს ბებია.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სამართალდამცავებმა ოპერატიულად გახსნეს დანაშაული. "ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ესტატე მიდოდაური და 1992 წელს დაბადებული კახა ი. თიანეთში დააკავეს". შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ესტატემ 4 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, გლდანის რაიონში, რამდენიმე საათით ადრე მომხდარი დაპირისპირების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1993 წელს დაბადებული თორნიკე და 1988 წელს დაბადებული ლევანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და თანმხლებ პირთან - კახასთან ერთად მიიმალა. გამოძიება ესტატეს მიმართ ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, ხოლო კახას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. კონკრეტულად რა საკითხზე მოხდა ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება, ამაზე სამართალდამცავები არ საუბრობენ. არც სოფელ გლდანში ლაპარაკობენ დეტალებზე. ყველა ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი მათთვის უცნობია.

ბექა ქონიაშვილი ამბობს, რომ მომხდარი მეორე დილით შეიტყო: "საღამოს 3-4 საათისთვის დავიშალეთ. 10 ადამიანი ვიყავით ჩემს სახლში, დილით დედაჩემმა გამაღვიძა და მითხრა, პოლიცია მოვიდაო. პოლიციაში გავიგე, რომ ჩემი ერთი ძმაკაცი მოკლეს, მეორე დაჭრეს. ჩემს ქუჩაზე, ჩემი სახლიდან რამდენიმე მეტრში მოხდა მკვლელობა".
დაჭრილი 27 წლის ლევან ხოკელაშვილი "ჯიდიესში" ოპერატორად მუშაობს. მეზობლები მასაც დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ ისიც უკონფლიქტო იყო. "უნიკალური ბიჭები არიან ორივე. თორნიკე ჩემი ქალიშვილის კლასელია, ერთად გაზრდილები არიან. მთელი სოფელი დახოცილია, საშინლად განვიცდით, თორნიკესნაირი პატიოსანი ბიჭი არ მეგულება. ვერავინ იტყვის მასზე ცუდს. გარდაცვლილი რომაა, იმიტომ კი არ ვამბობ ამ სიტყვებს. საშინელება მოხდა. ლევანიც ძალიან ნორმალური ბიჭია. ყველანი გაოგნებულები ვართ. ბიჭები დაიშალნენ და მერე რა მოხდა, არ ვიცით. თორნიკე ხეზე მუშაობდა. მეც ვმუშაობ, ხშირად ვსაუბრობდით ხოლმე. დარწმუნებული ვარ, თორნიკე ჩხუბს არ დაიწყებდა. სულ მამამისის გვერდში იდგა. ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. მაგის ცუდი არავის გაუგია. ლევანი გადარჩება თუ არა, არ ვიცით", - მითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა.
მეზობელი, ლია ბაკაშვილი თვალცრემლიანი საუბრობდა მომხდარის დეტალებზე:

- თორნიკე არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, უბნის თვალი მოგვიკლეს. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის არის და სულ შრომობდა. ოჯახს სახლიდან ცოტა მოშორებით აქვს საბანკეტო დარბაზი და იქ ყველაფერი თორნიკემ თავისი ხელით გააკეთა. ხელსაქმე ეხერხებოდა, რომ ნახოთ მისი ნამუშევრები, გაოცდებით, ისეთი ლამაზი ფაცხები აქვს თავისი ხელით გაკეთებული. ძველებურ ნივთებს ეძებდა, იქ მიჰქონდა და ლამაზად აწყობდა. ძალიან დიდი უბედურება მოხდა. წარმოუდგენელია, ვინმესთან მას კონფლიქტი მოსვლოდა. მართლა იშვიათი ბავშვი იყო, სულ იცინოდა, თვალწინ სულ მისი მოღიმარი სახე მიდგას. გაუბედურდა ოჯახი. გამთენიისას მომხდარა ტრაგედია. მეზობელთან ქეიფობდნენ უბნის ბიჭები. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ ერთად, მაგრამ არასოდეს შეგვშინებია, რომ რამე მოხდებოდა, რადგან ერთად გაზრდილები არიან. ზოგჯერ სულ სიცილ-ხარხარში ათენებდნენ ღამეს. ძალიან კარგი სამეზობლო გვაქვს. შეძრულები არიან ახალგაზრდები, ხმას ვერ იღებენ, მთელი სოფელი ტირის. ბექა ქონიაშვილის სახლში იყვნენ, ის "რუსთავის 2"-ის ოპერატორია, პატიოსანი ოჯახი აქვთ. დაშლილან ბიჭები, მერე სიგარეტის საყიდლად გადასულან გლდანის მასივში. როგორც ამბობენ, გზაში გადაეყარნენ იმ დამნაშავეებს. ამბობენ, ისინი თიანეთის სოფელ სიონიდან არიანო. ნასვამები ყოფილან და თურმე ჩვენს ბიჭებს აუშარდნენ გზაში უცხოები. იმის დაჯერება წარმოუდგენელია, რომ თორნიკეს ვინმესთან კონფლიქტი მოუხდა, ისეთი ადამიანი იყო. რა მოხდა, არ ვიცით. ფაქტია, დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, ჩვენი ბიჭები წავიდნენ მასივში, სადღეღამისო მაღაზიაში სიგარეტი უყიდიათ და უკან დაბრუნებულან. ამ დროს ის ბიჭები უკვე შეიარაღებულები დახვედრიან გზაზე და მათთვის უსვრიათ. სადისტურად მოკლეს.

თორნიკეს ორი ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, აშკარაა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეს, ორი ტყვია კიდევ მუცელში აქვს ნასროლი. ბავშვს სახეზე არ შეეხედება. საფეთქელთან აქვს დაზიანებები. ლევანიც მძიმედ არის დაჭრილი. როგორ უნდა გაიმეტო ასეთი ანგელოზივით ბიჭები, არ ვიცი, ეს საშინელებაა. დამნაშავეები ვის სახლში იყვნენ, არ ვიცით. ჩვენს ბიჭებთან ერთად სუფრაზე არ ყოფილანო. ჩვენი ბიჭები ძმებივით არიან გაზრდილები, მათ შორის კონფლიქტი არასოდეს მოხდებოდა. ამ საშინელ ფაქტს შეესწრო თორნიკეს ძმა. ამბობენ, ლევანს ხერხემალიც აქვს დაზიანებულიო. საწყალი დედამისი საშინელ დღეშია. მითხარით, რატომ აქვთ ახალგაზრდებს იარაღი, რატომ დადიან შეიარაღებულები, რატომ გაიმეტეს ასე სასიკვდილოდ ეს პატიოსანი ბიჭები?! გააუბედურეს ოჯახი. ისედაც, გული აწუხებს თორნიკეს მამას. დედამისი, მზია, კარგი ადამიანია, ძალიან მორწმუნე. თორნიკეც ბევრ რამეს აკეთებდა ეკლესიაში, ეკლესიური ბიჭი იყო. არც ლევანი იყო კონფლიქტური. ასე როგორ უნდა გაიმეტო სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები, არ მესმის. ვინ არიან დამნაშავეები, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით თიანეთის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ სიონში კახაბერ კუჭავას, რომელიც ამბობს, რომ მომხდარი ტელევიზიით შეიტყო. "ჩვენი მცხოვრებია ესტატე მიდოდაური. მის ოჯახს დადებითად ვახასიათებ, უპატიოსნეს ოჯახში გაიზარდა. ესტატე არასოდეს ყოფილა ცუდ რამეში შემჩნეული. პატიოსანი, წყნარი ბიჭია, სტუდენტი, თბილისში სწავლობდა. ოჯახის წევრებმა არაფერი იციან მომხდარზე. შოკშია მთელი სოფელი. მასთან ერთად ვინც დააკავეს, არ ვიცნობ, ის ჩვენი სოფლელი არ არის. არც მკვლელობის მოტივი ვიცით. დაველოდოთ გამოძიებას".
ვნახოთ, რას დაადგენენ სა­მართალ­დამცავები და რა ჩვენებას მისცემს მკვლელობაში ბრალდებული.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
14.04.2016
თორნიკეს მკვლელი უნდა ჩაიქოლოს....პატიოსან ოჯახში გაზრდილი შვილირამოდენიმე. შ
ხხ
10.04.2016
სულ აღარ იღირთ ადამიანის სიცოცხლე გაცივდა ხალხი ისე კლავენ ერთმანეთს როგორც ქათამს. ამ ევროპის დედაც რატომ გააუქმეს დახვრეტა საქართველოში ეგეთი ხალხი უნდა დაიხვრიტონ
მიშა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი