სროლა ფონიჭალაში - მოკლულია ორი ადამიანი - გზაპრესი

სროლა ფონიჭალაში - მოკლულია ორი ადამიანი

ქვემო ფონიჭალაში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია ორი ადამიანი. ასევე არიან დაჭრილები.

მომხდარი ფაქტი "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.