"მჟავა ჰქონდა გადასხმული... მთლიანად დაფერფლილი იყო" - რას ყვებიან თვითმხილველები კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარზე
font-large font-small
"მჟავა ჰქონდა გადასხმული... მთლიანად დაფერფლილი იყო" - რას ყვებიან თვითმხილველები კოჯორში ნაპოვნი მამაკაცის ცხედარზე
"დაფერფლილი იყო მთლიანად. სავარაუდოდ ორი წლის წინ დამარხეს

კოჯორში, ბარათაშვილის ქუჩაზე, სადაც წუხელ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილობრივები შემთხვევის შესახებ საზარელ დეტალებს ყვებიან. როგორც კოჯორში მცხოვრებმა დავით მინასაშვილმა განაცხადა, ცხედარს მჟავა ჰქონდა გადასხმული და მარტო ფეხები ჰქონდა გადარჩენილი. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია დამნაშავესთან ერთად იყო მისული და ბოროტმოქმედმა თავად აჩვენა სამართალდამცველებს, თუ სად დამარხა ცხედარი.


"დაფერფლილი იყო მთლიანად. სავარაუდოდ ორი წლის წინ დამარხეს. ოჯახი, ვის სახლშიც ცხედარი აღმოაჩინეს, ძალიან კარგი ოჯახია და არაფერ შუაშია ამასთან. თავად სახლის პატრონი ირაკლი კაკაურიძეც იყო ამოსული ოჯახთან ერთად გუშინ და მას ბორკილები არ ედო. დამნაშავე სხვა პიროვნებაა", - განაცხადა მინასაშვილმა.

მეზობლების ინფორმაციით, სახლის მეპატრონე, სადაც სავარაუდოდ 27 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, გარდაცვლილია და სახლში მუდმივად არავინ ცხოვრობს. სახლის მეპატრონის შვილი ირაკლი კაკაურიძე კი, ზაფხულობით მეგობრებთან ერთად კოჯორში ხშირად ამოდიოდა.

"კარგი ოჯახია. ოჯახის უფროსი 4 წლის წინ გარდაიცვალა. ხშირად ამოდიოდნენ და ვერაფერ ისეთს ვერ გეტყვით, რომ რაიმე საეჭვო შეგვენიშნოს ვერც ორი წლის წინ და ვერც ახლა. ვისთან ერთად ამოდიოდნენ არ ვიცი, მაგრამ ხანდახან ამოდიოდა მეგობრებთან ერთადაც. ხედავთ როგორი ეზოა, რამდენად დაბალი ღობეა და სრულებით შესაძლებელია, რომ ვინმე სხვა გადასულიყო და დაემარხა იქ ცხედარი", - განაცხადა კოჯორში მცხოვრებმა მანანა გალუაშვილმა.

დაახლოებით 27 წლამდე მამაკაცის ცხედარი მიწაში კასრში ჩაფლული იპოვეს. ადგილობრივები ამ შემთხვევას, 2014 წელს თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარ ყაჩაღობას უკავშირებენ. დედა სახლში იპოვეს ყელგამოჭრილი, შვილის კვალს კი სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერ მიაკვლიეს. ვარაუდობენ, რომ ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცი, სწორედ დაკარგული გურამ კვეზერელია.
ბეჭდვა