ქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრებიან
font-large font-small
ქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრებიან
65 წლის მამაკაცის მეუღლე სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო საცხოვრებელი სახლი დაიკეტა.

ქობულეთში 65 წლის მამაკაცს პედოფილიაში ადანაშაულებენ და ლინჩის წესით გასამართლებით ემუქრებიან. ადგილობრივები მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურებაში სდებენ ბრალს და მის უბნიდან გასახლებას მოითხოვენ.

უბნის 200-მდე მცხოვრები გუშინ გვიან ღამით აღნიშნული მამაკაცის საცხოვრებელ სახლთან შეიკრიბა. მათ ჭიშკრის შენგრევაც სცადეს. მოგვიანებით, 65 წლის მამაკაცის მეუღლე სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო საცხოვრებელი სახლი დაიკეტა.

11 წლის მოზარდის დედის განცხადებით, მამაკაცი გოგონას კანფეტებსა და გასეირნებას სთავაზობდა, ხოლო მის 12 წლის ბიჭს ეუბნებოდა, რომ "თუ მის დას მანქანაში ჩაჯდომას დაუშლიდა, კისერს მოჭრიდა და დედას მოუკლავდა".

ბავშვების დედის განმარტებით, მამაკაცმა გოგონას მანქანაში "შეტყუება" ვერ შეძლო, თუმცა ბოლო ათი დღის განმავლობაში მის შვილებს ორჯერ ესაუბრა.

"საღამოს გოგო გავგზავნე მაღაზიაში პურზე. ამ არაკაცმა გააჩერა მანქანა და ეუბნება - ბიძია თვალს ასე რომ განიშნებ (თვალი ჩაუკრა და თავი გადაუქნია), ოჩხამურისკენ წამომყევი, კარგი კანფეტები იყიდება, გიყიდი, გაგაკატავებ, ფულსაც მოგცემ და დედაშენს და შენს ძმას არაფერი არ უთხრაო. ეს იყო, ალბათ, ათი დღის წინ. მას მერე ვეძებ, მაგრამ არსად ჩანს. უკვე 30 აპრილს, აჩერებს ჩემს 12 წლის ბიჭს და ეუბნება, შენს დას რატომ უკრძალავ ჩემს მანქანაში დაჯდომას და ჩემს აფთიაქში შემოსვლასო? - შენი და ჩამისვი მანქანაში, არ აუკრძალო თორემ, დედაშენს მოვკლავ ან დავაჭერინებ, შენ მოგაჭრი კისერს და შენს თავს ძაღლებს გადავუგდებო. ეგ არაკაცი, გადასახლდეს აქედან, არ გავაჩერებთ, გადავიდეს სხვაგან", - აღნიშნა ბავშვების დედამ.

მეზობლების ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცი წარსულში რამდეჯერმეა ნასამართლევი, მათ შორის ერთხელ აფხაზეთში ქალის გაუპატიურებისთვის.
ადგილზე წუხელ ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდა და მამაკაცის ოჯახსა და მეზობლებს შორის მოლაპარაკებებს ცდილობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ცნობით, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში გამოძიება დაიწყება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი