არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის როსტო და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი დააკავეს - გზაპრესი

არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის როსტო და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი დააკავეს

სამართალდამცველებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა სხვა დეტალებს, მათ შორის, დაკავებულთა ვინაობას და იმას, თუ რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული, საგამოძიებო უწყებაში არ აკონკრეტებენ.

არსებული ინფორმაციით კი, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 2 პირი "ნანუკას შოუს" ყოფილი თანაწამყვანი, სპორტსმენი ლევან როსტოშვილი და "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი ლაშა კურტანიძე არიან.