კომპოზიტორთა სახლის პირველ სართულზე ბავშვებს მეძავებად ამუშავებენ - ქართველ მამაკაცებს იქ შესვლა ეკრძალებათ
font-large font-small
კომპოზიტორთა სახლის პირველ სართულზე ბავშვებს მეძავებად ამუშავებენ - ქართველ მამაკაცებს იქ შესვლა ეკრძალებათ
"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "კომპოზიტორთა სახლში" ხდება მსგავსი გარყვნილობები,

სანდრო ბრეგაძე ძალოვანებს დავით აღმაშენებლის გამზირზე განლაგებულ ბარებსა და სხვა დაწესებულებებში არსებული სიტუაციით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ირწმუნება, რომ გამზირი "ოკუპირებული" აქვთ ერაყელებს, სირიელებს, აფრიკელებს, არაბებს, თურქებს და ისინი არასრულწლოვან ქართველ გოგონებს პროსტიტუციაში აბამენ. მისი მტკიცებით, ე.წ. ჩილიმ-ბარებში თავისუფლად იყიდება ნარკოტიკები. იმასაც ამბობს, რომ "კომპოზიტორთა სახლის" პირველ სართულზე ბორდელია გახსნილი, სადაც 16-17 წლის გოგონები პროსტიტუციაში არიან ჩაბმული.


სანდრო ბრეგაძე:
- კატეგორიულად მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, "კომპოზიტორთა სახლით" დაიწყოს და ალაგმოს ყველა ის კანონსაწინააღმდეგო ბარი, კლუბი თუ ოფისი, რომელიც განლაგებულია აღმაშენებლის გამზირზე, ყველა უკანონოდ მყოფ პირს გაუკეთოს მეყსეული დეპორტაცია, ხოლო შესაბამისმა სამთავრობო უწყებებმა უკიდურესად გაამკაცრონ საიმიგრაციო კანონი აფრიკისა და აზიის ქვეყნების მოქალაქეებისთვის. თუ აღნიშნული მოთხოვნა ერთ თვეში არ შესრულდა, ვიტოვებ უფლებას, ორგანიზება გავუკეთო მრავალათასიან "ქართველთა მარშს" და კანონის ფარგლებში, ჩვენი ძალებით ავლაგმავთ Yყველა უკანონობას, რომელიც ჩვენი დედაქალაქის ცენტრში ხდება.

- უფრო კონკრეტულად გვიამბეთ რა ხდება?

- აღმაშენებლის გამზირზე ამაზრზენი ფაქტები რომ ხდებოდა, ეს ყურმოკვრით ვიცოდი, მაგრამ 10 დღის წინ ჩემმა ლაზმა მეგობრებმა, თურქეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ტერიტორიის მიმდებარედ მუშაობენ, დაწვრილებით მიამბეს და მერწმუნეთ, რაც ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თვითონ თურქეთის მოქალაქეებიც კი ამბობენ, ყოფილი პლეხანოვი "ოკუპირებული" აქვთ უცხოეთის მოქალაქეებსო. უფრო მეტიც, ღამე აღმაშენებლის გამზირზე ქალების გავლაც კი საშიშია, რადგან უცხოელები მათზე ძალადობენ, ჯგუფურად ხვდებიან და ახალგაზრდა ბიჭებსაც უმოწყალოდ სცემენ, ასეთი ფაქტები კი არ ხმაურდება. ასევე, უცხოეთიდან ჩამოსული რელიგიური ფანატიკოსები ეწევიან ანტიქართულ პროპაგანდას, ამტკიცებენ, რომ 3-4 წელიწადში რამდენიმე უბანი მათი გახდება. აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი და ისე გადაადგილდებიან. ყველაფერი ხდება ორგანიზებულად, მათ შექმნილი აქვთ ე.წ. საძმოების მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც ეკონტაქტებიან ერთმანეთს, აქვთ ოფისებიც, სადაც იკრიბებიან და გეგმებს სახავენ. ამ ადამიანებს აქვთ საკმაოდ ძვირად ღირებული ოფისები, სადაც ძირითადად, არაბები არიან. ვინც ეს მიამბო, ის ესწრებოდა ასეთ რამდენიმე შეხვედრას, თვითონ მოისმინა. უნდათ, აქ გავრცელდეს რაღაც "ხალიფატის" მაგვარი იურისდიქცია და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, "კომპოზიტორთა სახლში" ხდება მსგავსი გარყვნილობები, ვფიქრობ, ამისთვის იქაური ხელმძღვანელობა უნდა მიეცეს პასუხისგებაში. შენობის პირველი სართული ღამის კლუბს დაუთმეს, იქ ქართველ მამაკაცებს შესვლა აკრძალული აქვთ და ქართველი არასრულწლოვანი ბავშვების სხეულით ვაჭრობა ხდება, პოლიციის განყოფილებიდან 50 მეტრში. ასეთივე ღამის კლუბი მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლადაა და ქართველ მამაკაცებს შესვლა ეკრძალებათ. მათ არ სურთ, ქართველებმა დააფიქსირონ ის საშინელება, თუ როგორ ექცევიან ქართველ ქალებს. ჩემი ინფორმაციით, ანალოგიური პროცესი ახლაც მიმდინარეობს. არის შემთხვევები, როცა გოგონები თურქეთში გაგზავნეს და იქ ჩააბეს პროსტიტუციაში, ეს ტრეფიკინგია. აქ კი აიძულებენ, მოემსახურონ აზიელებს, ერაყელებს, აფრიკელებს, თურქებს, სირიელებს... ასეთი კლუბი კარგა ხანია, რესპუბლიკის მოედნის ქვეშაც ფუნქციონირებს, იგი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაიხსნა და იქაურობას ხელისუფლების მაღალჩინოსნების ცოლები აკონტროლებდნენ. ახლაც იგივე გრძელდება. იქაც აკრძალულია შესვლა ქართველი მამაკაცებისთვის, მიდის ვაჭრობა. თურმე რაიონებიდან ჩამოჰყავთ უპატრონო ბავშვები, ზოგს დედა არ ჰყავს, ზოგს - მამა, ზოგიერთი ჩამოსულია თბილისში თვითონ, და ასეთ ბავშვებს ითრევენ და აქცევენ მეძავებად. G

- ამბობთ, რომ ნარკოტიკიც თავისუფლად იყიდება და ამაზე პოლიცია არ რეაგირებს?

- ე.წ. ჩილიმ-ბარებში ჩვეულებრივად იყიდება ნარკოტიკი, ე.წ. ჰაშიში, ეს ყველამ იცის, მაგრამ რეაგირება არ ხდება, რადგან შექმნილია დანაშაულებრივი სინდიკატი. წარმოიდგინეთ, თბილისის ცენტრში ქართველ მამაკაცებს ვიღაც ერაყელი, აფრიკელი და სირიელი უკრძალავენ გადაადგილებას! მითხარით, აქამდე არ უნდა დაეპატიმრებინათ ამ დაწესებულებების მფლობელები? მთელი სერიოზულობით ვაცხადებ, თუ სამართალდამცავები არ გაწმენდენ მარჯანიშვილის გამზირს, რესპუბლიკის მოედანს უცხოეთიდან ჩამოსული კრიმინალებისგან და არ მიმართავენ უმკაცრეს ზომებს იმ ქართველების მიმართაც, რომლებიც მათთან დანაშაულებრივ კავშირში არიან, მაშინ ერთი თვის თავზე "დინამოს" სტადიონიდან მოვაწყობთ "ქართველთა მარშს" და მერწმუნეთ, ძალიან ბევრნი ვიქნებით. კანონიერების ფარგლებში, ჩვენ, თბილისის მოსახლეობა დავამყარებთ წესრიგს ჩვენს ქალაქში. გამოვრიცხავ, მინისტრის დონეზე მფარველობდნენ მათ, მაგრამ ფაქტია, ვიღაცები გარიგებულები არიან. ამათ ვაჩვენებთ, რას ნიშნავს საქართველო და ქართველი ვაჟკაცები. თუ ვინმე ამით ხელს ითბობს, სამართალდამცავი იქნება ეს, ჩინოვნიკი თუ სხვა, არმად შეერგოს ოჯახში შეტანილი ასეთი ბინძური ფული. აქ ძალიან დიდი ფული ტრიალებს, მილიონებზეა საუბარი და ამიტომაც ხუჭავენ თვალს. ე.წ. "კრიშა" რომ არ ჰყავდეთ, ვერც ნარკოტიკს გაყიდიან, ვერც მრუშობას აიძულებენ ქართველებს და ვერც ტრეფიკინგით დაკავდებიან. "კომპოზიტორთა სახლის" ხელმძღვანელობასთან ვცადე დაკონტაქტება, მაგრამ მითხარით, ჩემს საუბარს რა აზრი აქვს? ჩემი აზრით, ეს ხალხი დასაჭერია. გამოჩენილი კომპოზიტორები სადაც მოღვაწეობდნენ, იმ ადგილას ხდება ასეთი სიბინძურე.

გიორგი ბურჯანაძე, ორგანიზაცია "ანტიკორუფციული კავშირის" თავმჯდომარე:

- დიდი ბრძოლის შემდეგ, შარშან შევძელით, "კომპოზიტორთა სახლიდან" გაგვეგდო ერაყელები, ვითომ ბიზნესმენები. ვაიძულეთ, დაეტოვებინათ იქაურობა. დიდი იყო საზოგადოებრივი ძალისხმევა. საკონსულომაც დიდი დახმარება გაგვიწია, გამოვყარეთ ერთი ჯგუფი იქიდან, ერთი არაბი საერთოდ, დეპორტაციით წავიდა საქართველოდან, მისმა მეწილემ კი ადგილი შეიცვალა და მიმდებარე ტერიტორიაზე გახსნა იგივე ბარი, დაახლოებით 500 მეტრში, აღმაშენებლის ბოლოში. ისიც დავაკეტვინეთ, მაგრამ პრობლემა ისევ მწვავეა. აღმაშენებლის გამზირი მუდამ იქნება პრობლემა. უცხოეთში სარეკლამო ბუკლეტებიც კი აქვთ გავრცელებული, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტები უკვე ინფორმირებული არიან, აღმაშენებლის გამზირზე რა ხდება, კონკრეტულად სად უნდა გაატაროს დრო არასრულწლოვნებთან, სად - სრულწლოვნებთან თუ მამათმავლებთან. ეს არის სერიოზული ბიზნესი და დანაშაულებრივი ჯგუფი, რაც წლებია მუშაობს. "აღმაშენებლის" მოსახლეობა და თბილისელები ებრძვიან ამ სენს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. როცა "კომპოზიტორთა სახლიდან" ეს ხალხი გავყარეთ, მოსახლეობა მადლობას გვიხდიდა. სამაგიეროდ, სასამართლოში გვიჩივლა "კომპოზიტორთა სახლის" ხელმძღვანელმა, კახა ცაბაძემ. დავა ახლაც მიდის სასამართლოში, დღესაც ითხოვს მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას. აცხადებს, - გაგვიქციეთ ბიზნესპარტნიორებიო, და 50.000 დოლარს მთხოვს. ჩვენ გაქვს ფოტო და ვიდეომასალები, სადაც ნათლად ჩანს, რა ხდება რეალურად იქ. შევგზავნეთ უცხოელი და მან გადაიღო ეს კადრები. პრობლემა დგას საკანონმდებლო დონეზეც. კანონი არ არსებობს, რომ ამ ადამიანებს იძულებით დაატოვებინო იქაურობა. კახა ცაბაძე გაიძახოდა, რომ მისი პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიჩივლებდა და რომ მას ცილი დავწამე: არ ვიცოდი, იქ ასეთი რამ თუ ხდებოდაო. იმასაც ამბობს, - იქ რა ხდება, არ არის ჩემი პრობლემა, თუ სამართალდარღვევა ხდება, რეაგირება სამართალდამცავებს უნდა მოეხდინათო. დავდეთ ფოტო და ვიდეომასალა, ვეუბნებით, - აი, ეს ხდება; მას მიმართეს ადრე სხვა არასამთავრობოებმაც, კომპოზიტორთა კავშირის წევრებმაც. იცოდა, რომ იქ იყო პროსტიტუციის ბუდე, მაგრამ მაინც აგრძელებდა მათთან კონტრაქტს. ჩვენ ის ხალხი გავყარეთ, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა, ახლა იგივე ფართობი სხვამ დაიკავა და იგივე გრძელდება. ვიღაც ალა არის ახლა ამ ბარის მეპატრონე. აღმაშენებლის გამზირზე ეს საქმიანობა ყვავის. ბატონი კახა ცაბაძე დღესაც ინფორმირებულია, მაგრამ ხმას არ იღებს, რადგან სოლიდურ თანხებში აქირავებს ამ ფართობს. 3.500 დოლარიდან, 5.500 დოლარამდე მერყეობს თანხა და ეს ცოტა არ არის. ეტყობა, მაცდუნებელი თანხაა და ის თვალს ხუჭავს. იქ ჩვენი შვილები დადიან, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის საგანი ხდებიან. იქ სხვა სახის დანაშაულებიც ხდება, რაც საინტერესო უნდა იყოს სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს პრობლემა.

- აწვდით ინფორმაციას სამართალდამცავებს და არ ხდება ფაქტებზე რეაგირება?

- გვაქვს ურთიერთობა სამართალდამცავებთან, მაგრამ აქ სამართლებრივად არ იკვეთება დანაშაულიო. სამართლებრივი აქტი "აქტიურდება" მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა ხდება. ღამის კლუბში კი შედის არაბი, ერაყელი თუ ვიღაც უცხოელი, არასრულწლოვანი სურს თუ სრულწლოვანი, მოჰყავთ მასთან, სთავაზობენ, მოილაპარაკებენ, დალევს სასმელს, გამოსდებენ ხელკავს ერთმანეთს და გადიან იქიდან, სხდებიან ტაქსიში და გადაინაცვლებენ სასტუმროში. სწორედ სასტუმროები უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვირვების საგანი, ვინაიდან ამაზე შეიძლება აღიძრას საქმე პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ადგილის გადაცემის მუხლით, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ, რადგან ის მილიონები, რაც სექსუალური ინდუსტრიიდან მიდის ამ ადამიანების ჯიბეებში, თვალს ახუჭვინებს მათ ამ ქმედებებზე. მსგავსი რამეები ხდება სხვადასხვა რეგიონში. ვიდეომასალა გვაქვს, აჭარაში პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ სექსმუშაკებს პოლიციის თანამშრომლები რომ ეუბნებიან, - შენ, გოგო, აქ აღარ დაგინახო შემოსული, თუ არა და, გაგაგდებ, რუსთავში გაგიშვებ, აქ არ გამუშავებო. თუკი ასეთი სახის ზეწოლა დასაშვებია, მაშინ, შს სამინისტრო რატომ არ ახორციელებს ასეთ ზეწოლას? "კომპოზიტორთა სახლში" სხვა დანაშაულებიც ხდება, ამაზეც დავდებთ მალე მასალებს. დათვრებიან უცხოელები და მერე მათ იქ ძარცვავენ, ფულს, ოქროულობას აცლიან, ისინი კი ვერ ჩივიან, რადგან მათი რწმენა კრძალავს ასეთ აღვირახსნილობას. ასეთი სიტუაციაა რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედნის ქვეშ განთავსებულ ობიექტშიც, გლდანშიც.

- ქართველ მამაკაცებს რატომ აქვთ აკრძალული ბარში შესვლა?

- როცა უყურებს კაცი, ქართველ მეძავს უცხოელი ცუდად ექცევა, ეს ჩვენთვის, ქართველი მამაკაცებისთვის გამაღიზიანებელია. ამიტომ უნდათ, ეს იყოს უხილავი ქართველი კაცებისთვის, რადგან დაპირისპირებისა და დებოშის ატეხის ერთ-ერთი წინა პირობა სწორედ ეს არის.

ზურაბ ვადაჭკორია, ილუზიონისტი:

- მე და ჩემი მეგობარი, მსახიობი ვახო, ვიყავით მისული "კომპოზიტორთა სახლში". არ ვიცოდით, იქ ასეთი რამე რომ ხდებოდა. ჩვენს უბანში რომ გაიხსნა კლუბი, გადავწყვიტეთ, გვენახა. კართან ახალგაზრდა ქართველი ბიჭი იდგა და გვითხრა, - შიგნით ვერ შეგიშვებთ, აქ შესვლა ქართველი მამაკაცებისთვის აკრძალულია, მარტო ქართველ ქალებს ვუშვებთო. შევეპასუხეთ და ამ დროს შენობიდან 8 კუნთმაგარი ქართველი ბიჭი გამოლაგდა, დაცვის წევრები ვართო. - რა ნამუსით აკეთებთ ამას, რომ უყურებთ, ქართველ ქალს როგორ ექცევა არაბი და ერაყელი? რა მნიშვნელობა აქვს, მეძავია თუ არა-მეთქი? - ეს ჩვენი სამსახურიაო. ამაზე სულ გავგიჟდი. მოღალატე ადამიანები არიან ის ქართველები, რომლებიც ამაში არიან ჩაბმული. მწყინს, რომ დავით აღმაშენებლის გამზირზე, უცხოელის მონა ქართველი მიკრძალავს შესვლას და, როგორ უნდა მითხრას, ქალებს ვუშვებ და კაცებს - არაო?! "კომპოზიტორთა სახლში" ამას ვერ წარმოვიდგენდი, მე შემრცხვა.
პ.ს. ბუნებრივია, ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ "კომპოზიტორთა სახლის" ხელმძღვანელს, ბატონ კახა ცაბაძეს. როცა შეიტყო, რა საკითხზე ვრეკავდი, აღშფოთებულმა მითხრა: "პოლიციას მიმართეთ, თუ გადარდებთ ეს პრობლემა, ჩემი აზრი რაში გაინტერესებთ, არც ის მაინტერესებს, თქვენ რა გითხრეს. ჩემთან ამ თემაზე არასოდეს დარეკოთ". იმედია, შესაბამისი უწყებები დაინტერესდებიან ამ პრობლემით და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (13)
13.11.2016
წერეთ და იკითხეთ, ნეტავ ვის რაში აინტერესებს, რამდენჯერ დაიწერა ამ თემაზე საგანგაშო წერილები. რა, შეიცვალა რამე?მანდ ისეთი ფული ტრიალებს მორალი და ზნეობა ვის ახსოვს.ემიგრაციაში გაქცევა არ სჯობს მანდ მოხვედრას?ხალხს რომ აბრიყვებენ , დაბრუნდითო, მაგათ მიხედონ. გინდა თურქეთში წასულხარ და გინდა აღმაშენებელზე.
ლილი
16.05.2016
დავირაზმოთ.და დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ.
გიორგი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი