ავარია დიდ დიღომში - დაშავდა ოთხი ადამიანი
font-large font-small
ავარია დიდ დიღომში - დაშავდა ოთხი ადამიანი
მომხდართან დაკავშირბეით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი კედელს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანებებით თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირბეით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ბეჭდვა