მძიმე კადრები პაპიძის პროცესიდან - სასამართლო დარბაზში მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები წარმოადგინეს - გზაპრესი

მძიმე კადრები პაპიძის პროცესიდან - სასამართლო დარბაზში მკვლელობის ადგილიდან ამოღებული სისხლიანი ნივთები წარმოადგინეს

საქალაქო სასამართლოში, სადაც ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის პროცესი მიმდინარეობდა, გამოძიების მიერ ამოღებული ნივთმტკიცებები წარმოადგინეს. მათ შორის იყო მოკლული მამა-შვილის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სისხლით დასვრილი ზეწარი, ჩაქუჩი და სხვა ნივთები. მათი დანახვის შემდეგ ომარ ქაფიაშვილის დედამ ლილი მინდიკაურმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სხდომაზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა. იხილეთ ვიდეო

დღევანდელ პროცესზე მაგდა პაპიძის დედამთილი დაიკითხა. სხდომაზე მასსა და ბრალდებულს შორის რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოხდა. ლილი მინდიკაურმა რძალი მკვლელობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "მაგდამ შვილი საკუთარი ხელით გაგუდა".

გუშინდელ სხდომაზე დაიკითხა პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ოთარ ბერძენიშვილი. მისი დაკითხვა, პროკურორების შუამდგომლობების საფუძველზე ნაწილობრივ დაიხურა, რადგან ოთარ ბერძენიშვილმა მისი და მაგდა პაპიძის პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებზე ისაუბრა, ასევე გამოკვლეული იქნა ოთარ ბერძენიშვილისა და მაგდა პაპიძის პირადი მიმოწერაც.

იხილეთ ვიდეო