ჯანმრთელობისთვის საშიში ნახევარფაბრიკატების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს - გზაპრესი

ჯანმრთელობისთვის საშიში ნახევარფაბრიკატების რეალიზაციის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციისა და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება - რეალიზაციის ფაქტზე, შპს "ფასანაური 2010"-ის დირექტორი იაგო ბიჩინაშვილი და ი/მ "თეონა ბუხრაძის" ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბუთხუზი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სანიტარული ნორმების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ახდენდნენ ჯანმრთელობისათვის საშიში, ფალსიფიცირებული ნახევარფაბრიკატების - კატლეტის, აფხაზურას, ხინკლის, ტოლმას, ბლინის, ფარშისა და ქაბაბის დამზადებას და შემდგომში მის რეალიზაციას.

"აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე და 198-ე მუხლით, რაც სასჯელის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე", - ნათქვამია განცხადებაში.