ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს - გზაპრესი

ბათუმში ბიზნესმენი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ორი დღის წინ, ბათუმში ბიზნესმენი ალიკა დავითაძე გარდაცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარი სახლის ეზოში იპოვეს. შინაგან საქმეთა სმაინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც დავითაძის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს. ბიზნესმენის ოჯახი შსს-ს ვერსიას არ ეთანხმება. Ambebi.ge ბიზნესმენის შვილიშვილს გიორგი დავითაძეს ესაუბრა:

- მკვლელობა, გუშინ წინ, სახლის წინ მოხდა. ცოტა ხნის წინ, ბაბუამ მძიმე ოპერაცია გადაიტანა, თავში ჰქონდა სისხლჩაქცევები, რაც მაღალი წნევით იყო გამოწვეული. როდესაც ის გარდაცვლილი ვიპოვეთ, ყურიდან სისხლი სდიოდა. ვიფიქრეთ, რომ ეს წნევის ბრალი იყო. როცა სახლში დავასვენეთ, პოლიცია მოვიდა და ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ღამის 4 საათზე გაირკვა, რომ ყურში იარაღი ჰქონდა ნასროლი. ამის შემდეგ მთელი ოჯახი წაგვიყვანეს დაკითხვაზე, დაწყებულია გამოძიება.

- ბაბუათქვენი აჭარაში გავლენიან ადამიანად ითვლებოდა, ვინ იყვნენ მისი მტრები?

- მტრები ყველას ჰყავს და ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული მასაც ჰყავდა მტრები. სააკაშვილის დროს ავტომატი ჩაუდეს, უნდოდათ ბიზნესი დაეთმო, მაგრამ მან არ დათმო და ბოლომდე იჯდა ციხეში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უმეტესაც სახლში იჯდა, ბიზნესი მე და დედაჩემს გადმოგვაბარა, ხანდახან მოდიოდა ობიექტებზე და აკონტროლებდა. მეზობლებს არაფერი შეუნიშნავთ და ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავს პოლიციას.

იხილეთ სრულად ambebi.ge-ზე