ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით 22 წლის ქალს დაეჯახა - გზაპრესი

ანაკლიის პოლიციის უფროსი ავტომანქანით 22 წლის ქალს დაეჯახა

ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით 22 წლის სალომე აქირთავას დაეჯახა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს. პროკურატურაში კი განმარტავენ, რომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

რაც შეეხება 22 წლის სალომე აქირთავას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის თავდაპირველად ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, მას მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ოჯახის მოთხოვნით, სალომე აქირთავა ამჟამად ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.