"ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები" - რა ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს პროკურატურა - გზაპრესი

"ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები" - რა ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს პროკურატურა

- ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. გვინდა განვმარტოთ, რომ როდესაც ვსაუბრობთ გამოძიების შედეგებზე, მხედველობაში არ გვაქვს მხოლოდ ცალკე აღებული რომელიმე საგამოძიებო მოქმედების შედეგი, ჩვენ ვითვალისწინებთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივ, თანმიმდევრულ და ლოგიკურ ანალიზს.

მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს.GzaPress

მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.GzaPress

პროკურატურის ინფორმაციით, "საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები". აღნიშნული მასალაგამოქვეყნდა პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.