ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას ოჯახის წევრები არ ეთანხმაბიან - გზაპრესი

ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას ოჯახის წევრები არ ეთანხმაბიან

ზურაბ კიწმარიშვილი - თვითმკვლელობის ვერსიას არ ვეთანხმები, ამ პოზიციაზეა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლეც ხვალ ვისაუბრებთ არგუმენტირებულად, თუ რატომ არ ვეთანხმებით ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა.

"შემიძლია გითხრათ, რომ თვითმკვლელობის ვერსიას არ ვეთანხმებით, ხვალ გვექნება პრესკონფერენცია და უფრო დეტალურად ვიტყვით დანარჩენს. ამ პოზიციაზეა ეროსი კიწმარიშვილის მეუღლეც. უფრო არგუმენტირებულად და დეტალურად ვისაუბრებთ ხვალ", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და შესაბამისად, საქმეზე გამოძიება შეწყდა.

"ინტერპრესნიუსი"