მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს - გზაპრესი

მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი უკვე გამოიტანეს. მათ პაპიძე დამნაშავედ ცნეს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვეს. ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დილიდან დაიხურა. როგორც მაგდა პაპიძემ აღნიშნა, პროცესებიდან ისეთი ინფორმაცია გადის, რომელიც რეალობას არ ასახავს, ამ ინფორმაციას ისმენენ ნაფიცი მსაჯულები და მისი გავლენის ქვეშ ექცევიან.

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებელი საქმე რამდენიმე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი ოთარ ბერძენიშვილი, გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა და ძმა, ასევე ქაფიაშვილების მეზობლები. სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების პოზიციაც მოისმინა.

შეგახსენებთ,მამა-შვილი, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილები 2015 წლის დეკემბერს დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მოკლულები იპოვეს.