რა ხდება მაგდა პაპიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ - კადრები სასამართლოდან - გზაპრესი

რა ხდება მაგდა პაპიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ - კადრები სასამართლოდან

რამდენიმე წუთის წინ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წარმოსთქვეს. ბრალდებულის მოთხოვნით სხდომა დილიდან დაიხურა. როგორც მაგდა პაპიძემ აღნიშნა, პროცესებიდან ისეთი ინფორმაცია გადის, რომელიც რეალობას არ ასახავს, ამ ინფორმაციას ისმენენ ნაფიცი მსაჯულები და მისი გავლენის ქვეშ ექცევიან.

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებელი საქმე რამდენიმე კვირაა გრძელდება. თავდაპირველად ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ, მათ შორის მაგდა პაპიძის მეგობარი მამაკაცი ოთარ ბერძენიშვილი, გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა და ძმა, ასევე ქაფიაშვილების მეზობლები. სასამართლომ დაცვის მხარის მოწმეების პოზიციაც მოისმინა.