გაურკვეველი მიზეზით ამოხოცილი ოჯახი
font-large font-small
გაურკვეველი მიზეზით ამოხოცილი ოჯახი
ამაზრზენი დანაშაული მოხდა ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში.
10 ივლისს, კაჩოტიანების ოჯახის 4 წევრი -37 წლის ქალი და მისი სამი შვილი სახლში სადისტურად დახოცილები იპოვეს. თავიდან ტრაგედიის მიზეზი მეზობლებს უბედური შემთხვევა ეგონათ, რადგან იქ მისულებს გაზის მილი გადაჭრილი დახვდათ, ირგვლივ კი გაზის საშინელი სუნი იდგა, სახლის ერთი ნაწილი დამწვარი იყო. თუმცა მალე გაირკვა, რომ ისინი სადისტურად იყვნენ დახოცილები და ამ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი მათი თანასოფლელი, 24 წლის ახალგაზრდა იყო. სავარაუდოდ, მკვლელობა წინადღეს მოხდა და მეზობელმა ოჯახი ახალგაზრდა ქალის მამის სატელეფონო ზარის შემდეგ მოიკითხა.

-დამირეკა გოგოს მამამ და მითხრა, ჩემი შვილი არ ჩანს, ტელეფონსაც არ იღებს და ხომ არ დაგინახავსო? ვუთხარი, არ ვიცი, არ მინახავს, მივალ და ვნახავ-მეთქი. წავედი, რომ მენახა, რა ხდებოდა. დავიძახე, არავინ გამომხედა, სახლში უკანა მხრიდან შევედი, გვამი ვნახე. სახლში არავინ ჩანდა, ვყვიროდი, ირგვლივ გაზის საშინელი სუნი იდგა. გაზი სასწრაფოდ გადავკეტე, პოლიციაც მალე მოვიდა. ძალიან კარგი, წყნარი ოჯახი ჰქონდათ. მტერი არ ჰყავდათ და არ ვიცი, ასე რატომ გაიმეტეს. ოჯახის უფროსი რუსეთშია სამუშაოდ წასული და ქალი ბავშვებთან ერთად მარტო ცხოვრობდა, -ამბობს მეზობელი, ჟორა პალოიანი.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებსა და მეზობლებს შემზარავი სურათი დახვდათ. დედა და მისი ორი ქალიშვილი, 18 და 16 წლის გოგონები ოთახში დახოცილები ეყარნენ. არსად ჩანდა 5 წლის პატარა ბიჭუნა, მაგრამ მალე ის სხვა ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. პატარა ბიჭი სავარაუდოდ გაგუდულია, ხოლო გოგონებსა და მათ დედას თავში ბლაგვი საგნით აქვთ სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. როგორც ამბობენ, მკვლელმა მათ "არმატურის" ნაჭერი თავში ჩაარტყა და ისე დახოცა. ცხედრები ნაწილობრივ დამწვარიც იყო, ისინი პროზექტურაში გადაასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ექსპერტები დაადგენენ, რა დაზიანებები აქვთ დაღუპულებს მიყენებული. მეზობლების თქმით, სახლი არეული იყო. დამნაშავეს უჯრებიდან ყველაფერი გადმოეყარა.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება 109-ე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
სოფლის მამაკაცების რიგი დადგა პოლიციის განყოფილებასთან. დაახლოებით 15 ადამიანი დაჰკითხეს გამომძიებლებმა, რამდენიმე საათში ძალოვანებმა დანაშაული გახსნილად გამოაცხადეს და მკვლელობაში ბრალდებულიც დააკავეს. სადისტური მკვლელობის მოტივად ქურდობა სახელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მკვლე­ლი კაჩოტიანების სახლში გასაქურდად შევიდა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოდარ ა.-მ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ქურდობის მიზნით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან შეაღწია. სახლის მეპატრონემ და ოჯახის წევრებმა იგი შენიშნეს და წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც ნოდარმა მათ თავის არეში ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ქალბატონი და მისი 2 შვილი, მიყენებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალნენ. ბრალდებულმა, დანაშაულის დაფარვის მიზნით, სახლში ხანძარი განზრახ გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ოჯახის მეოთხე წევრი, მცირეწლოვანი ბავშვი, წინასწარი ინფორმაციით, გაგუდვის შედეგად დაიღუპა. სამართალდამცველებმა ნოდარ ა. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში დააკავეს. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია გარდაცვლილთა კუთვნილი მობილური ტელეფონები. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", -ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ბუნებრივია, ამ ინფორმაციამ მთელი საქართველო შეძრა. სოფელ ვაჩიანის მოსახლეობა პოლიციასთან შეიკრიბა და მომხდარით შეძრულები დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვდნენ. გარდაცვლილების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა სპეცრაზმი და მოსახლეობას ბუნებრივია, ბრალდებულთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ. მეზობლები იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ ნოდარი მარტო არ მოქმედებდა და ასეთ უმძიმეს დანაშაულს მარტო ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა.
-ამ საშინელებას მარტო ერთი ადამიანი ვერ ჩაიდენდა. პოლიციამ უნდა გამოავლინოს სხვა მონაწილეებიც. რაც მოხდა, საშინელებაა. არ ვიცი, რა უნდა ვთქვათ, რას ერჩოდა ამ ბავშვებს? ამ საწყალ ქალს? ისინი სასტიკად ნაწამები არიან. ცხედრები შიშველი იყო, ბავშვებს ალბათ ეძინათ, იმასაც ფიქრობენ სოფელში, ხომ არ გააუპატიურა ისინი. ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ერთი რომ ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს, ფაქტია. რა ფული უნდა ჰქონოდა ამ საწყალ ქალს, ასე რატომ გაიმეტა მკვლელმა? მოიყვანეს მკვლელი აქ, სადაც დანაშაული მოხდა, რამდენიმე საათი შიგნით ჰყავდათ, მაგრამ გაძლიერებული იყო პოლიცია და ახლოს არავინ მიგვაკარა. სახლში ყველაფერი გადმოყრილი იყო. მკვლელს ალბათ უნდოდა, ცხედრები დამწვარიყო და ყველას ჰგონებოდა, რომ ისინი გაზით გაიგუდნენ და დაიწვნენ. ცხედრები ნაწილობრივ დამწვარია. ნახევრად დამწვარია სახლიც და ამიტომ ისინი ნათესავის სახლში გადაასვენეს. ახლა ოჯახის უფროსი ჩამოვა რუსეთიდან, ძალიან კარგი ბიჭია, მან არ იცის, რა მოხდა. უთხრეს, მამაშენია ძალიან ცუდად და ჩამოდიო, აქ კი ეს საშინელება დახვდება. როგორ გაუძლებს ამ ყველაფერს, არ ვიცი. როგორც ამბობენ, სახლიდან ძვირფასეულობა და ფული წაღებული არ არის. ძალიან კარგი ოჯახი იყო. სულ შრომობდნენ. ეს ბიჭი რუსეთში დადიოდა, იქ მუშაობდა და ისე არჩენდა ოჯახს. მათ დიდი ფული არ ჰქონდათ. ოჯახს მტერი ნამდვილად არ ჰყავდა. ეს არის მხეცი, ამას ვინ გააკეთებდა, ასეთი სასტიკი მკვლელობა არ გამიგონია, -ამბობს მეზობელი პაკრამიანი.
ერთ-ერთი მეზობლის თქმით კი, ცოლს ცოტა ხის წინ რუსეთიდან ქმარმა ფული გამოუგზავნა და სავარაუდოდ, მკვლელი სახლში ამ თანხას ეძებდა. გამოძიება გრძელდება. რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა, ჯერჯერობით არ ვრცელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს 20-წლიანი პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, ეს ვერანაირი ნუგეშია დახოცილების ოჯახის წევრებისთვის.
ჰყავდა თუ არა ბრალდებულს თანამზრახველი ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.


თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
23.07.2016
ოთხი ადამიანის მკვლელეს 20 წელი? + სახლის დაწვა თანაც განზრახ დაწვა და მკვლელობა. ეს არის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა. ამ ჩვენს სამართალს სამართალი აღარ ჰქვია. გამოვა ეს კაცი და უფრო უარესს ჩაიდენს. სამუდამო პატიმრობა უნდა შეეფარდოს, ყოველგვარი შეწყალების და ვადის განახევრების გარეშე. ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია.
ლია
15.07.2016
რა 20 წლიანი პატიმრობა,მხეცმა შეგნებულად და მერედა რისთვის ამდენი ადამიანი დახოცა და 20 წელი?თქვენი სამართალი და კანონები დაიწვა ცეცხლში.გასაგებია რომ დახვრეტა გაუქმებულია,მაგრამ ასეთებს არასოდეს გარეთ ცხვირიც კი არ უნდა გამოაყოფინო და უმძიმეს პირობებში უნდა ამყოფო.
მაია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი