თბილისში შუა ხნის მამაკაცის მიერ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი გამოვლინდა - გზაპრესი

თბილისში შუა ხნის მამაკაცის მიერ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი გამოავლინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლამდე მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ქმედებაში ბრალდებული შუა ხნის მამაკაცია, თუმცა ბავშვის გაუპატიურება არ მომხდარა.

"ბავშვს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, თავს კარგად გრძნობს. დანიშნულია ექსპერტიზა", - აცხადებენ შსს-ში.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულს, ოფიციალური ინფორმაციით,მას შემდეგ, რაც შემთხევის ადგილზე პოლიცია მივიდა, შუა ხნის მამაკაცმა გაქცევა სცადა, რა დროსაც წაიქცა და ფეხი დაიზიანა. შესაბამისად, ის პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოშია გადაყვანილი.