ექსკლუზივი: რას ჰყვება ქალი, რომელსაც ქმარმა ყური მოაჭრა
font-large font-small
ექსკლუზივი: რას ჰყვება ქალი, რომელსაც ქმარმა ყური მოაჭრა
"მის საქმიანობაზე ბევრი რამ ვიცოდი, მაგრამ ციხისთვის ვერ ვიმეტებდი" ...
დარეჯან კუპრაძის აღსარება ...


დანაშაული, რომლის დეტალებზეც ვისაუბრებ, 10 ივლისს, თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში მოხდა. 42 წლის მთვრალი ზურაბ სუბელიანი იმ დღეს სასტიკად გაუსწორდა მეუღლეს, დარეჯან კუპრაძეს. ახალგაზრდა ქალს ძაღლის დასაბმელი ჯაჭვით, ჯოხითა და ხელკეტით სასტიკად სცემა, ამასაც არ დასჯერდა, შემდეგ ქალს ყური მოაჭრა. ამ ფაქტის თვითმხილველი მეზობელი, კახა პაკელიანი თურმე ცდილობდა, მოძალადისგან ეხსნა ახალგაზრდა ქალი, მაგრამ სუბელიანი პაკელიანსაც სასტიკად გაუსწორდა, ისიც ჯაჭვით სცემა, სამზარეულოს დანით მუცლისა და გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და მასაც მოაჭრა ყური, დასისხლიანებულები იქვე, ძირს ეყარნენ, დამნაშავემ კი მიმალვა შეძლო. სამწუხაროდ, კახა პაკელიანი მიყენებული დაზიანებებით მალე გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, მისთვის დროზე დახმარება რომ აღმოეჩინათ, გადარჩებოდა. დანაშაული 4 საათის შემდეგ გახდა ცნობილი პოლიციისთვის. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სულზე მიუსწრო კომაში ჩავარდნილ ქალს. ის სასწრაფოდ მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.


საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - 108-ე, განზრახ მკვლელობით და სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. დამნაშავე სუბელიანი პოლიციამ მალევე დააკავა, ის დანაშაულს აღიარებს, თუმცა მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს.
მოკლული კახა პაკელიანის ოჯახის წევრები და ახლობლები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. მოკლულის ნათესავები კატეგორიულად უარყოფენ ამ ვერსიას და ამბობენ, რომ გარდაცვლილს არანაირი ურთიერთობა მკვლელის ცოლ­თან არ ჰქონია. იმავეს ამბობს სიკვდილს გადარჩენილი დარეჯან კუპრაძე. მისი მტკიცებით, დამნაშავე თავის მართლებას ცდილობს და ამიტომ შეთითხნა ეს ბინძური ვერსია. იგი ქმრის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

დარეჯან კუპრაძე, დაზარალებული:

- ჩემი ოჯახი სიყვარულით შეიქმნა. ზურაბ სუბელიანზე 2008 წელს ვიქორწინე, თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მას მერე, რაც ხაიშში გადმოვედით საცხოვრებლად, ჩემდამი დამოკიდებულება შეიცვალა. ხაიშში მისი ძმის სახლია და იქვე ვცხოვრობდით ჩვენც. იქ უსაქმურობისგან დალევა დაიწყო და ძალიან აგრესიული გახდა. საკმაოდ ეჭვიანი ადამიანია და ნებისმიერ რაღაცაზე შეეძლო ეჩხუბა. უნდა ყოფილიყავი ჩუმად, თუ შეეპასუხებოდი, სასტიკად გაგისწორდებოდა. სხვა გზა არ მქონდა, ეს წლები ვიტანდი ამ ტანჯვას.

- გცემდათ?

- ვინ იცის, რამდენჯერ ვუცემივარ. სულ დალურჯებული დავდიოდი, მაგრამ ამ ამბავს ყველას ვუმალავდი. 10 ივლისს მე და ზურიკო მარნეულში, ბაზრობაზე წავედით, თვითონ დარჩა მარნეულში, თამარისელ მეგობარს უნდა შეხვედროდა, რომელიც საქონლით ვაჭრობს. მე შინ წამოვედი. მერე სახლში მოვიდა, 5 წუთში მოჰყვა ჩვენი მეზობელი, კახა პაკელიანი. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა მშვიდი, უკონფლიქტო ადამიანი იყო, განათლებული. მოსიარულე ენციკლოპედიას ეძახდნენ. ხელში ბოთლი ეჭირა. - ეს რად გინდოდა-მეთქი? - ვკითხე. ღიმილით მითხრა, არ შემეშვა ეს ვირი და ძალით წამომიყვანა სახლშიო. თურმე ზურიკომ სთხოვა, ჩვენთან წამოსულიყვნენ, ეტყობა, დალევა უნდოდა. მაგიდას მიუსხდნენ. მალე მათ შეუერთდა კიდევ ერთი მეზობელი, ოლეგ ჭკადუა და კარგა ხანს სვამდნენ. ჭკადუა წავიდა. კახა იმდენად მთვრალი იყო, თქვა, ფეხები არ მემორჩილება და ცოტა ხანს დავრჩებიო. ზურიკომ უთხრა, - რა პრობლემააო. იმდენად სუფთა ურთიერთობა იყო, ამას ვინ წარმოიდგენდა? კახას ბებია ჰყავდა სუბელიანი და რამდენჯერმე  აღნიშნა, - ყველა სუბელიანი მიყვარს და პატივს ვცემო. ცოტა ხნით ჩემი მეუღლე გარეთ გავიდა. რომ დაბრუნდა, მაშინვე ატეხა ყვირილი, - ამას აქ რა უნდაო? ხელს იშვერდა კახასკენ. მე გამომეკიდა, ხელში ძაღლის დასაბმელი ჯაჭვი ეჭირა, ძლიერად ჩამარტყა. მერე ჯოხიც დამარტყა, წავიქეცი და აღარაფერი მახსოვს, გონება დავკარგე. ახლა რომ ვიხსენებ, ბუნდოვნად მახსოვს მეზობლების ხმა. ეტყობა პერიოდულად გონს მოვდიოდი. გათიშული წავუყვანივარ საავადმყოფოში, ყურიც მოჭრილი მქონდა. თვალი რომ გავახილე, საშინლად დასახიჩრებული და ნაწამები საავადმყოფოში ვიყავი. პოლიციელი იღებდა ფოტოებს, ყური უნდა გადავიღოო და მაშინ გავიგე, მარცხენა ყური მოჭრილი რომ მქონდა. ცხვირიც ჩამსხვრეული მქონდა და ოპერაცია გამიკეთეს. წინა კბილები არ მაქვს. ქმარი საშინლად გამისწორდა. ეტყობა მკვდარი ვეგონე, მაგრამ გადავრჩი.

- ის მკვლელობის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს?

- ეს სიბინძურეა, ასე ცდილობს თავისი არაკაცური საქციელის გამო თავის მართლებას. კარგი კაცის სახელი უნდა რომ ჰქონდეს და ასეთ სისაძაგლეს იმიტომ ამბობს, ეს აბსურდია. არანაირი ურთიერთობა მე კახა პაკელიანთან არ მქონია. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შემოგვისწრო ზურიკომ და მოკლა კახა, რაც სრული აბსურდია. ნუთუ ღმერთის არ ეშინიათ? მისი ოჯახის წევრები გამოძიებას ცრუ ჩვენებებს აძლევენ. საშინელი წამებით მოკლა სრულიად უდანაშაულო, 5 შვილის მამა. კაცი სახლში მოიყვანა და მერე ასე გაუსწორდა. უამრავი დაზიანება ჰქონდა, კახასაც ყური მოაჭრა. მსგავსი ფაქტი მისთვის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ერთხელ კიკვიძის სკვერში ვიღაცას მოაგლიჯა ყური, უფრო სწორად კი მოაჭამა.

- ნახეთ, კახას როგორ აყენებდა დაზიანებებს?

- არა, არ მინახავს, რადგან გათიშული ვეგდე. კახა ძალიან ნაწამები იყოო. შეიძლება ასეთმა კაცმა თავი იმართლოს? ძალიან კარგად იცის მისმა ძმამ და რძალმა, როგორ სასტიკად მექცეოდა. მისი და იყო ერთხელ სტუმრად, მეორე ძმასთან იყო გადასული და მაშინაც მცემა ჯოხით. ნაცემი გავიქეცი მისი ძმის სახლში, გავაღვიძე რძალი და ყველაფერი ვუთხარი. სასტიკად ნაცემი ვიყავი და მეორე დღეს ვკოჭლობდი, სოფელში კი ტყუილი ვთქვი, თითქოს წავიქეცი და ფეხი დავიზიანე.

- რატომ არ დაშორდით მოძალადე ქმარს?

- ვმალავდი ასეთ ფაქტებს, არ მინდოდა, სხვებს გაეგოთ ჩემი პრობლემები. ვეხვეწებოდი, დავშორდეთ ერთმანეთს-მეთქი, მაგრამ უარს ამბობდა. მართლა იმდენჯერ მცემა, მეტის ატანა აღარ შემეძლო. მითხრა, შენ იმდენი რამე იცი ჩემზე, ვერ დაგშორდები, თუ არა, აქედან მკვდარს გაგიტანენო.

- რა იცოდით?

- ვიცოდი იმ კანონდარღვევებზე, რასაც სჩადიოდა. ამ დეტალებზე ვუამბე გამოძიებას. სულ იარაღის ქვეშ ვიყავი. იარაღითაც მაშინებდა. აზერბაიჯანელებთან რა კავშირი ჰქონდათ, რა უნდოდა იმ დღეს ოლეგ ჭკადუას, ეს და სხვა ფაქტები ვიცოდი. მას სხვა დანაშაულებიც აქვს ჩადენილი.

- ის ადრე ნასამართლევია?

- ადამიანის დაჭრისთვის იყო ნასამართლევი. ბოლო დროს დღეში 4-5-ჯერ თვრებოდა და ფხიზლდებოდა, ამდენი სმისგან მოლანდებებიც ჰქონდა. რამდენიმე თვის წინ თავისი მოგვარე ბიჭიც დაჭრა დანით, მაგრამ არც ამ დანაშაულისთვის უგია პასუხი. ესეც მოაგვარა. სვანებს თავიანთი წესები აქვთ და ეს ამბავიც გაარჩიეს. იმ ბიჭს დააწერინეს ჩვენება, ვითომ ვიღაც უცნობმა დაჭრა. დროზე რომ მისულიყო პოლიცია, იქ უამრავ იარაღს იპოვიდნენ, მაგრამ მომხდარი 4 საათის მერე გაიგეს... წარმოიდგინეთ, ამხელა დანაშაულის შემდეგ, როცა შეიტყო, რომ ცოცხალი ვიყავი, ჩემი მოკვლა ისევ სცადა. ჩამოვიდა უნამუსოდ მარნეულში. საავადმყოფოსთან ცხოვრობს მისი რძლის ძმა და მთელი ღამე იქ გაატარა. ეტყობა ცდილობდა, შემოეღწია საავადმყოფოში, შესაფერის მომენტს ეძებდა, რომ როგორმე მოვეკალი. არ აწყობდა, ცოცხალი გადავრჩენილიყავი, მაგრამ იქ შემოღწევა ვერ შეძლო, რადგან პოლიცია გაძლიერებულად მიცავდა.

- ეჭვიანობის საფუძველი ჰქონდა?

- რომ ეეჭვიანა, საფუძველს არ ვაძლევდი, სახლიდანაც კი არ გავდიოდი. როგორ შეიძლებოდა ამ ფსიქიკის კაცის ცოლს ვინმესთან ესაუბრა? ყველასთან ურთიერთობას ვერიდებოდი. ერთადერთი, გავდიოდი მისი ძმის სახლში. ბევრი დედაჩემის ნათესავი ცხოვრობს ამ სოფელში, მაგრამ არავისთან დავდიოდი. თუნდაც მარნეულის ბაზარშიც არ დავდიოდი მარტო. ახლა ძალიან ვნანობ, ასე რომ გავინადგურე ცხოვრება და ამ ფაქტებს ვმალავდი. გაუსაძლისი იყო ჩემი მდგომარეობა, 24 საათი დაძაბული ვცხოვრობდი. ერთხელ დავრეკე 112-ზე, მაგრამ ისევ გავთიშე, მაინც შემეცოდა, რომ ციხეში არ წასულიყო. ახლა ამ ყველაფერს ვნანობ, ის საკადრისად უნდა დაისაჯოს.
მოკლული კახა პაკელიანის ოჯახის წევრები და ახლობლებიც დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ისინიც კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ვერსიას და ამბობენ, რომ გარდაცვლილს არანაირი ურთიერთობა მკვლელის ცოლთან არ ჰქონია.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (5)
03.09.2016
მთვრალისტვის ერთი ხელი ცულით რომ მოგეჭრა დარწმუნებული ვარ მეორეთი ვეღარ გაგლახავდა მაგრამ ეტყობა ძალადობა მოგწონდა აბა ერთხელ რომ გცემა იქ რამ გაგაჩერა შე მონავ სულ არ მეცოდები
ნინი
07.08.2016
ამისთანა პირუტყვი ყველას საფრთხეს უქმნის და მის სიცოცხლეს რა აზრი აქვს არვიცი? ჩემთვის არაფერი
როგორ იბადენიან ასეთი მხეცები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
904 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი