რა აკავშირებდა ვაკეში მოკლულ სოსო ჯოხაძეს თეა წულუკიანთან? - გზაპრესი

რა აკავშირებდა ვაკეში მოკლულ სოსო ჯოხაძეს თეა წულუკიანთან?

გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმა, სოსო ჯოხაძეა.

ეს სწორედ ის პირია, ვისთან ერთად გადაღებული ფოტოს გამო ისუტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ამ რამდენიმე ხნის წინ გნამარტებების გაკეთება მოუხდა. მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლება მინისტრს ბრალს კრიმინალებთან მეგობრობაში სდებდნენ. მაშინ თეა წულუკიანმა განაცხადა: "არა, მე კრიმინალებთან არ ვმეგობრობ... ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, რომელზეც ასახული იყო ჩვენი მონაზონის სულიერი შვილების შეკრება ჩაის დასალევად. მე დღესაც "ვიძიებ"

თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება ალბათ საჭირო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, შეიარაღებული თავდასხმა დღეს ვაკეში მოხდა, რომლის დროსაც სოსო ჯოხაძე მოკლეს, მანქანაში მყოფი მეორე ადამიანი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.