გაქცეულ პატიმარს ციხეში "ბრაგას" მომზადებას ედავებოდნენ
font-large font-small
გაქცეულ პატიმარს ციხეში "ბრაგას" მომზადებას ედავებოდნენ
ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება რუსთავის სასამართლოდან გაქცეული პატიმრის, ოთარ ვარამაშვილის ძებნა. სამართალდამცავებმა მის კვალს ვეღარ მიაგნეს. ფაქტი გასულ კვირას მოხდა: პროცესზე მიყვანილმა პატიმარმა ცუდად ყოფნა მოიმიზეზა, მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს და მაშინ, როცა ექიმები სასამართლოს შენობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევდნენ, მან გაქცევა მოახერხა. მაშინვე მოჰყვა მომხდარს ხმაური, საქმეში ძალოვანები და სპეცრაზმი ჩაერთო, გადაიკეტა ქუჩებიც, მაგრამ ვარამაშვილს ვერსად მიაგნეს.

პატიმრის სახლი ძალოვანებმა იმავე დღეს გაჩხრიკეს. ოთარ ვარამაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ორი თვეა, პატიმართან კონტაქტი არ ჰქონიათ, რადგან ციხიდან დარეკვა აკრძალული ჰქონდა. ვარამაშვილის დის მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. ოფიციალური ინფორმაციით, ოთარ ვარამაშვილს 12 აგვისტოს ხანმოკლე პაემანი დედასთან ჰქონდა. რაც შეეხება სატელეფონო საუბრის აკრძალვას, სამინისტროში ადასტურებენ, რომ პატიმარს დარეკვა აკრძალული ჰქონდა. იგი ხშირად არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს, ამიტომ ადმინისტრაციამ დისციპლინური წესით დასაჯა. ბრალდებული ამ განკარგულებას ასაჩივრებდა სასამართლოში. "სწორედ აღნიშნული უფლება გამოიყენა მსჯავრდადებულმა ოთარ ვარამაშვილმა და 2016 წლის 31 აგვისტოს პატიმარი რუსთავის საქალაქო სასამართლოში გაიყვანეს პროცესზე", - აცხადებენ სამინისტროში.
ერთ-ერთი ვერსიით, ოთარ ვარამაშვილს ქუჩაში მანქანა ელოდებოდა და სწორედ ამ მანქანით შეძლო მიმალვა. იმასაც ამბობენ, მას ხელში პლასტილინისგან დამზადებული ხელყუმბარის მაგვარი ნივთი ეჭირაო. თუმცა, დაგეგმილ გაქცევას გამორიცხავენ პატიმრის ოჯახის წევრები და ადვოკატი. როგორც ამბობენ, პროცესის დასრულების შემდეგ, როცა პატიმარი ბადრაგებმა ეზოში გაიყვანეს და მანქანაში უნდა ჩაესვათ, სწორედ ამ დროს მოახერხა მან სასამართლოს ეზოს ღობეზე გადახტომა და გაქცევა. იმასაც ამბობენ, რომ იგი სამარშრუტო ტაქსიში ჩაჯდა და ისე გაიქცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ ვარამაშვილი საშიში დამნაშავეა, ის 6-ჯერ არის ნასამართლები. ციხე ამნისტიის შედეგად დატოვა, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში ქურდობისა და ყაჩაღობის ბრალდებით ისევ დააკავეს. ვარამაშვილს ციხეში კიდევ რამდენიმე წელი უნდა გაეტარებინა.
იმ დღეს პატიმარს მისი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე სასამართლო პროცესზე არ ახლდა. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოუცხადებლობას ობიექტური მიზეზი ჰქონდა. მას არ უკვირს მისი დასაცავის გაქცევა. მისი თქმით, პატიმარი ციხეში გაუსაძლის პირობებში იყო: "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რუსთავის მე-6 პენიტენციარულ დაწესებულებაში არაადამიანურ პირობებში იხდიდა სასჯელს. ციხის დირექტორის უშუალო ბრძანებით, ვარამაშვილს სატელეფონო საუბრები აეკრძალა, ამის გამო სახალხო დამცველს მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით დირექტორის ბრძანება გავასაჩივრეთ, სასამართლოში სწორედ ამ საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა. მე რომ ვყოფილიყავი მის ადგილას, მეც გავიქცეოდი".
ადვოკატის ამ განცხადებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ალექსანდრე კობაიძეს ადვოკატთა ეთიკის კომისიაში უჩივლებენ, რადგან მისი განცხადება შეიცავს წაქეზებას პენიტენციარულ დაწესებულებებში განთავსებული პირების მიმართ, არასამართლებრივი ხერხებით თავი დააღწიონ სასჯელის მოხდას და არ დაემორჩილონ დაწესებულებებში დადგენილ წესებს. ამასთან, განცხადება საფრთხის შემცველია პენიტენციარული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის და მიმართულია სისტემის დისკრედიტაციისკენ და აღნიშნავენ, რომ სამინისტრო რეაგირების გარეშე არ დატოვებს აღნიშნულ განცხადებას. ამასთან, სამინისტრო განმარტავს: "პენიტენციარულ სისტემაში მსჯავრდადებულები იყოფიან საშიშროების ოთხ რისკად - დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი. დაწესებულებებში მათი მოთავსება ამის შესაბამისად ხდება. მე-6 პენიტენციარულ დაწესებულებაში საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდადებულები არიან განთავსებულნი და იქ მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები".
ალექსანდრე კობაიძე, ადვოკატი:
- კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს ნათქვამს და გეტყვით, რომ ოთარ ვარამაშვილის ადგილზე მეც გავიქცეოდი. ეს ადამიანი სულ აღნიშნავდა, რომ არაადამიანურად ექცეოდნენ, ფაქტობრივად, წამების დონემდე იყო მიყვანილი მისი მდგომარეობა. იქ არიან სხვა პატიმრებიც, რომლებიც იმავეს ამბობენ. რაც ვთქვი, ეს იყო ჩემი სუბიექტური აზრი, ამ აზრზე ვრჩები და ვისაც უნდა და სადაც უნდა, იქ მიჩივლოს. მთავარი არ არის, მაინცდამაინც სცემო ციხეში ადამიანს, ის საშინელ პირობებში იყო. ჰყავდათ სამარტოო საკანში გამოკეტილი, რასაც აპროტესტებდა და ითხოვდა სხვა პატიმრებთან ერთად გადაეყვანათ. ხმამაღლა საუბრის უფლება არ ჰქონდა, ამის გამო სჯიდნენ. სამედიცინო მომსახურებაც არა აქვთ შესაბამისი, არა აქვთ ნორმალური კვება. ეს პრობლემები რეალურია და ამიტომ მიიღო ალბათ გაქცევის გადაწყვეტილება. რაც შეეხება მის 6-ჯერ ნასამართლობას, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ არის ნასამართლები. თუ ადრე ჩაიდინა დანაშაული, მოიხადა კიდეც კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელი. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ის კვლავ რაიმე დანაშაულს ჩაიდენს. 5-წელიწად-ნახევარზე მეტი ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ მას კიდევ ედავებოდნენ სხვა დანაშაულს. კერძოდ, თითქოს უკანონოდ დაამზადა ე.წ. "ბრაგა". პროკურატურამ ამისთვის ვარამაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა და სასამართლოში მიდიოდა ამ საქმის არსებითი განხილვა. ის არ ცნობს წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ. იმ დღეს საპატიო მიზეზით სხდომას ვერ დავესწარი. როგორც ჩანს, სასწრაფო დახმარების წასვლის შემდეგ მას ხელბორკილები აღარ დაადეს და მოახერხა გაქცევა. გაქცევა წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნებოდა, დარწმუნებული ვარ, გარეთ არავინ ელოდა. ვარამაშვილი არაა შეძლებული ოჯახიდან, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და სიღარიბეში ცხოვრობს, ამიტომ გაქცევის დაგეგმვას და ვინმეს მოსყიდვას ისინი ვერ შეძლებდნენ, თან ოჯახთან და მეგობრებთან სატელეფონო კავშირიც არ ჰქონია ბოლო დროს.
მართალია, გაქცეული პატიმარი ჯერ არ დაუკავებიათ, მაგრამ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და სასჯელაღსრულების სამინისტროს საბადრაგო სამსახურის სამი თანამშრომელი დააკავეს. თბილისის საბადრაგო სამსახურის მეორე განყოფილების ცვლის უფროსი, ცვლის უფროსის მოადგილე და გუშაგი-ბადრაგი უკვე დაკავებულია და სამივეს ბრალი წაუყენეს.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი