მთავრმა პროკურატურამ დათა ახალაიას, ლევან ქარდავასა და კიდევ ორ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა - გზაპრესი

მთავრმა პროკურატურამ დათა ახალაიას, ლევან ქარდავასა და კიდევ ორ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა

მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დარბევისა და მასობრივი დაკავების ფაქტზე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინა.

როგორც პროკურატურაში გამართულ საგანგენო ბრიფინგზე აღინიშნა, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდებულნი არიან კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დათა ახალაია, მისი ყოფილი მოადგილე ვასილ ლილუაშვილი, ასევე რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.

უწყების განმარტებით, პროკურატურამ მოიპოვა აქამდე უცნობი ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, როგორ გასცემს 2011 წლის 26 მაისს დანაშაულებრივ ბრძანებას დათა ახალაია, რომელიც ითხოვს ყველა მომიტინგის დაკავებას.