შემზარავი ფაქტი: დედამ ახალშობილი მოკლა და საპირფარეშოში ჩააგდო
font-large font-small
შემზარავი ფაქტი: დედამ ახალშობილი მოკლა და საპირფარეშოში ჩააგდო
დანაშაული, რომელიც გასულ კვირას წალენჯიხის სოფელ ლიაში მოხდა, ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს.

32 წლის ფეხ­მ­ძი­მე ქალ­მა სახ­ლ­ში, ექი­მე­ბის გა­რე­შე იმ­შო­ბი­ა­რა, ამის შემ­დეგ შვი­ლი გა­გუ­და და ჩვი­ლის ცხე­და­რი სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დო. რომ არა ქა­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ეს შემ­ზა­რა­ვი ფაქ­ტი არა­ვის გა­ე­გო. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის ერ­თა­დერ­თი შემ­თხ­ვე­ვა: არი­ან დე­დე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­სა­სურ­ველ ახალ­შო­ბი­ლებს სა­კუ­თა­რი ხე­ლით კლა­ვენ. არა­და, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი წყვი­ლი ოც­ნე­ბობს შვილ­ზე, ბავ­შ­ვის აყ­ვა­ნის ათა­სო­ბით მსურ­ვე­ლი დგას რიგ­ში და წლე­ბის მან­ძილ­ზე უშე­დე­გოდ ელო­დე­ბი­ან, რომ მათ ოჯახს პა­ტა­რა არ­სე­ბა გა­ა­ლა­მა­ზებს.

რო­გორც ირ­კ­ვე­ვა, ქა­ლის ორ­სუ­ლო­ბა­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­მა არა­ფე­რი იცოდ­ნენ. თა­მუ­ნამ შეძ­ლო, ფემ­ძი­მო­ბა 9 თვის მან­ძილ­ზე და­ე­მა­ლა.
16 წლის იყო აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი გო­გო­ნა, სო­ფელ ლი­ა­ში რომ გათხოვ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მი­სი ოჯა­ხი სიყ­ვა­რუ­ლით შე­იქ­მ­ნა. წყვილს მა­ლე ვა­ჟიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა და ცოლ-ქმა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბი იყ­ვ­ნენ, მე­რე კი­დევ ორი პა­ტა­რა გაჩ­ნ­და. ორი ვა­ჟი და ერ­თი გო­გო­ნა იზ­რ­დე­ბა მათ სახ­ლ­ში. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ოჯახს დი­დი ტრა­გე­დია და­ატყ­და თავს: 8 წლის წინ, თა­მუ­ნას მე­უღ­ლე უბე­დუ­რი შემ­თხ­ვე­ვის მსხვერ­პ­ლი გახ­და. იგი სა­ნა­დი­როდ მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვი­და და კაშ­ხალ­თან ჩა­მო­წო­ლილ­მა ზვავ­მა ახალ­გაზ­რ­და კა­ცი იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. დაქ­ვ­რი­ვე­ბულ ქალს შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­და­ში დე­დამ­თი­ლი და მა­მამ­თი­ლი, ასე­ვე - მაზ­ლი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ნი ერ­თად, ერთ ჭერ­ქ­ვეშ ცხოვ­რობ­დ­ნენ.
ვახ­ტანგ კვირ­კ­ვე­ლია, გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ლი­ა­ში:

- ან­თი­ე­ბის ოჯახს აქ ყვე­ლა იც­ნობს. უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხია. მათ­ზე ცუდს არა­ვინ გეტყ­ვით. ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სა­მი ბავ­შ­ვის აღ­ზ­რ­და­ში რძალს დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი ეხ­მა­რე­ბო­და. უფ­რო­სი ბავ­შ­ვი მერ­ვე კლას­შია. მომ­ხ­და­რი ყვე­ლას­თ­ვის შო­კის მომ­გ­ვ­რე­ლი იყო, რად­გან რძლის ფეხ­მ­ძი­მო­ბის ამ­ბა­ვი არა­ვინ იცო­და. რო­გორც დე­დამ­თი­ლი ამ­ბობს, მი­სი რძა­ლი რამ­დე­ნი­მე თვე სახ­ლი­დან იყო წა­სუ­ლი. ეს გო­გო ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნი­დან დევ­ნი­ლია. დე­და­მისს ბი­ნა ფოთ­ში მის­ცეს. დე­დამ­თი­ლის­თ­ვის უთ­ქ­ვამს: დე­დას მი­ვეხ­მა­რე­ბი, რომ და­ა­ლა­გოს იქა­უ­რო­ბაო და ფოთ­ში წა­სუ­ლა. ბავ­შ­ვე­ბი ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას­თან და­ტო­ვა, თა­ვად კი 3 თვით წა­ვი­და. მის­თ­ვის ორ­სუ­ლო­ბა არა­ვის შე­უმ­ჩ­ნე­ვია. ამ­ბო­ბენ, ცო­ტა გა­სუ­ქე­ბუ­ლი იყოო. ეს ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი იეჰო­ვას მოწ­მე გახ­ლ­დათ და ამ ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად, სო­ფელ-სო­ფელ და­დი­ო­და ხოლ­მე.

იმ დღეს, რო­ცა ქალ­მა იმ­შო­ბი­ა­რა, ბავ­შ­ვებ­მა ბე­ბი­ას უთხ­რეს, - დე­და ცუ­დად არი­სო. პა­ტა­რე­ბი სკო­ლა­ში წა­ვიდ­ნენ, დე­დამ­თი­ლი კი რძალ­თან, სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში შე­ვი­და.
დე­დამ­თი­ლი იხ­სე­ნებს: "ო­თახ­ში რომ შე­ვე­დი, თა­მუ­ნამ მითხ­რა: მგო­ნი, მო­ვი­წამ­ლეო. მე უკან გავ­ბ­რუნ­დი და სო­დი­ა­ნი წყა­ლი შე­ვუ­ტა­ნე. ვთხო­ვე, და­ე­ლია. მე­უღ­ლეს კი ვუთხა­რი, სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის­თ­ვის და­ე­რე­კა. ექი­მე­ბი ოთახ­ში რომ შე­მო­ვიდ­ნენ, ჩე­მი რძლის სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხის კა­რი და­კე­ტი­ლი დამ­ხ­ვ­და. ვა­კა­კუ­ნე, ვე­ძახ­დი, მაგ­რამ კა­რი არ გა­ა­ღო და არც მი­პა­სუ­ხა. მე­რე გა­რეთ გა­ვე­დი. ამ ოთახს მე­ო­რე კა­რი აქვს და იქი­დან ვცა­დე ოთახ­ში შეს­ვ­ლა. მე­ო­რე კა­რი ეზო­ში გა­დის. თან, ვე­ძახ­დი. იქ­ვე ახ­ლოს სა­პირ­ფა­რე­შოა და იქი­დან გა­მომ­ძა­ხა, - აქ ვარ და მა­ლე მო­ვა­ლო. გა­მო­ვი­და სა­პირ­ფა­რე­შო­დან, ხე­ლი და­ი­ბა­ნა და ოთახ­ში შე­მო­ვი­და. სა­წოლ­ში და­აწ­ვი­ნეს. ამ დროს იატაკ­ზე სამ ად­გი­ლას, დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხ­ლი შევ­ნიშ­ნე და მას ვუთხა­რი, - შენ მო­წამ­ლუ­ლი არ ხარ-მეთ­ქი. ექიმ­მა გა­სინ­ჯა და მითხ­რა, მუ­ცელ­შია პრობ­ლე­მაო. ამის შემ­დეგ ის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს".
მა­ლე  სახლს პო­ლი­ცია, სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და და სა­ხან­ძ­როს მან­ქა­ნა მო­ად­გა. მა­შინ შე­იტყ­ვეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა, რომ ახალ­გაზ­რ­და ქალ­მა არა­სა­სურ­ვე­ლი ახალ­შო­ბი­ლი გა­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მოკ­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ბავ­შ­ვის ცხე­დარს ეძებ­დ­ნენ.

"ჯერ ეზო­ში ეძებ­დ­ნენ. ოჯა­ხის წევ­რე­ბიც სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს და ეზოს გა­რე­დან ადევ­ნებ­დ­ნენ თვალ­ყურს, თუ რა ხდე­ბო­და მათ სახ­ლ­ში. პო­ლი­ცი­ამ ლენ­ტით შე­მო­ღო­ბა შე­სას­ვ­ლე­ლი. მე­რე ეტყო­ბა, ქალ­მა აღი­ა­რა, რომ სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დო ჩვი­ლი. "დვი­ჟო­კი" მო­ი­ტა­ნეს და ცხე­და­რი სა­პირ­ფა­რე­შო­დან ამო­ი­ტა­ნეს. ეს ყვე­ლას­თ­ვის შო­კი იყო", - ამ­ბობს გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.
დე­დამ­თი­ლის თქმით, მან რამ­დე­ნი­მე თვის წინ რძლის სა­უ­ბარს მოჰ­კ­რა ყუ­რი. ის ვი­ღა­ცას ფეხ­მ­ძი­მო­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბო­და. თურ­მე, რძა­ლი ექოს­კო­პი­ა­ზე წა­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ექიმ­მა უთხ­რა, ფეხ­მ­ძი­მედ არ არი­სო. "პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ვი­და და მითხ­რა, - ტუ­ა­ლე­ტი სად არის? შე­ნი რძა­ლი ორ­სუ­ლად ყო­ფი­ლა. უკ­ვე აღი­ა­რა: მშო­ბი­ა­რო­ბის მე­რე ბავ­შ­ვ­მა რომ იტი­რა, ხე­ლით და­ვახ­რ­ჩ­ვეო. ყელ­ზე ბავშვს ემ­ჩ­ნე­ვა და­ზი­ა­ნე­ბა, მე­რე კი სა­პირ­ფა­რე­შო­ში ჩა­აგ­დოო. მარ­თ­ლა იქ იპო­ვეს. ამის მე­რე რძა­ლი არ მი­ნა­ხავს. მის წი­ნა­აღ­მ­დეგ საქ­მე აღიძ­რა და გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რომ გა­მე­გო, ფეხ­მ­ძი­მედ იყო, მას ჩემს სახ­ლ­ში არ გა­ვა­ჩე­რებ­დი", - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის დე­დამ­თი­ლი.

მომ­ხ­დარ­ზე საქ­მე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის კო­დექ­სის 112-ე მუხ­ლით აღიძ­რა. ახალ­შო­ბი­ლის მკვლე­ლო­ბის­თ­ვის დე­დას ბრა­ლი უკ­ვე წა­უ­ყე­ნეს. წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა 3-დან 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კ­ვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მო­სა­მარ­თ­ლე და­ვით გე­ლაშ­ვილ­მა უკ­ვე იმ­ს­ჯე­ლა აღ­მ­კ­ვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კითხ­ზე. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ჩვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დე­და და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. იგი სა­სა­მარ­თ­ლო­ში ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე წარ­დ­გა. 10.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა და მო­სა­მარ­თ­ლემ ეს მოთხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ქალ­მა ეს თან­ხა ერ­თი თვის ვა­და­ში უნ­და გა­და­ი­ხა­დოს. რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის დე­და ამ­ბობს, მის­თ­ვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო შვი­ლის ფეხ­მ­ძი­მო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, გი­რა­ოს თან­ხას თა­მუ­ნას ნა­თე­სა­ვე­ბი გა­და­იხ­დი­ან. "დე­ტა­ლებს ახ­ლა პო­ლი­ცია იძი­ებს. რო­გორც ვი­ცით, ის უკ­ვე გა­წე­რეს სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­დან. ბუ­ნებ­რი­ვია, ქმრის ოჯახ­ში არა­ვინ შე­მო­უშ­ვებს და ამი­ტო­მაც, დე­დამ წა­იყ­ვა­ნა. 10.000-ლა­რი­ან გი­რა­ოს ვინ გა­და­იხ­დის, არ ვი­ცი. ამ ქალს და მის სა­მი­ვე შვილს დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი აქვთ. სა­მი­ვე ბავ­შ­ვი ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას­თა­ნა­ა", - ამ­ბობს გამ­გებ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვახ­ტანგ კვირ­კ­ვე­ლია.

საქ­მე­ში უკ­ვე ჩა­ერ­თო სოც­მუ­შა­კი. რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში გან­გ­ვი­მარ­ტეს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბავ­შ­ვებს ფსი­ქო­ლო­გი გა­უ­წევს დახ­მა­რე­ბას. "ბავ­შ­ვებს ჰყავთ ბე­ბია და ბა­ბუა, რომ­ლებ­თა­ნაც იზ­რ­დე­ბოდ­ნენ და მო­მა­ვალ­შიც ისი­ნი იზ­რუ­ნე­ბენ მათ­ზე. მზრუნ­ვე­ლი ბე­ბია-ბა­ბუა ჰყავს. ჯერ მომ­ხ­და­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან. ბე­ბია ამ­ბობს, რომ მათ ყვე­ლა­ფერს ნელ-ნე­ლა აუხ­ს­ნის... თუ ბავ­შ­ვებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნე­ბათ, მათ და­ვეხ­მა­რე­ბით. ამ ეტაპ­ზე კი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის", - გვითხ­რეს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში.
ფაქ­ტ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (16)
27.12.2017
იეჰოვას მოწმეები(თუ ნამდვილად იეჰოვას მოწმეა და არა უბრალოდ დაინტერესებული და მოუნათლავი) აბორტსაც არ იკეთებენ,არა თუ გაჩენილი ჩვილი მოკლან.მართლმადიდებლებს ჯერ არ მიუკლავთ და არ გადაუგდიათ სანაგვეზე?თუმცა,იეჰოვას მოწმეებშიც ყველა არ არის ფრთიანი ანგელოზი,ისევე როგორც მართლმადიდებლებში,მარა ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის დადანაშაულება,სექტად მოხსენიება და სხვ.არ არის სწორი.უფალი (რომლის სახელიც არის იაჰვე)ბრძანებს,რომ განკითხვას სწორედ თავისი ხალხისგან დაიწყებს.
იეჰოვას მოწმე
26.12.2017
არადა რამდენი ოჯახი ნატრობს პატარას.მაინც მეცოდება ეს ქალი ადამიანურად.
რუსიკო
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2529 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი