არსებული ინფორმაციით, თბილისში შემზარავი მკვლელობის ფაქტზე 16 წლის გოგონა დააკავეს - გზაპრესი

არსებული ინფორმაციით, თბილისში შემზარავი მკვლელობის ფაქტზე 16 წლის გოგონა დააკავეს

არსებული ინფორმაციით, დედაქალაქში არასრულწლოვანი გოგონას მონაწილეობით შემზარავი მკვლელობა მოხდა. როგორც "კურიერი" იუწყება, მოკლულია შუა ხნის მამაკაცი, რომლის ფერფლიც სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ნაგავსაყრელზე აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის მკვკლელობაში ბრალდებული 16 წლის გოგონაა, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომხდარზე შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

/ინტერპრესნიუსი/