თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი (ნაწილიII)
font-large font-small
თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი მკვლე­ლე­ბი (ნაწილიII)
"ირ­კუტ­ს­კე­ლი მონ­ს­ტ­რი"
1986 წლის 17 იან­ვარს, ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს ვა­სი­ლი კუ­ლი­კი, ირ­კუტ­ს­კის სა­ქა­ლა­ქო სად­გუ­რის სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სა­ხა­ზო ექი­მი, მეტ­სა­ხე­ლად _ "ირ­კუტ­ს­კე­ლი მონ­ს­ტ­რი". იმ დღეს მას და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და. მა­ნი­ა­კის და­კა­ვე­ბას ხე­ლი შე­უწყო მზა­რე­ულ­მა _ გა­ლი­ნა გო­რი­ა­კი­ნამ. სა­სა­დი­ლოს ფან­ჯ­რი­დან მან შე­ნიშ­ნა კა­ცი, რო­მე­ლიც პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ნა­ხევ­რად დან­გ­რე­უ­ლი ნა­გე­ბო­ბის­კენ მი­ათ­რევ­და. ბავ­შ­ვი მო­ძა­ლა­დეს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას უწევ­და. გა­ლი­ნამ ბუ­ფე­ტი­დან კი­დევ ორი ქა­ლი წა­იყ­ვა­ნა და ნა­გე­ბო­ბის­კენ წა­ვი­და. ქა­ლე­ბი იქ შემ­ზა­რა­ვი სცე­ნის მხილ­ველ­ნი გახ­დ­ნენ: კაცს ბავ­შ­ვი გა­ე­გუ­და, მი­წა­ზე და­ეწ­ვი­ნა და მის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ცდი­ლობ­და. ქალების გან­წი­რულ ყვი­რილ­ზე ახ­ლომახ­ლო მყო­ფი ორი მა­მა­კა­ცი მი­ვი­და. მა­ნი­ა­კი გაქ­ცე­ვას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ და­ი­ჭი­რეს და მი­ლი­ცი­ის რა­ი­ო­ნულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მი­სი ვი­ნა­ო­ბა გა­ირ­კ­ვა.
სე­რი­უ­ლი მკვლე­ლი _ ვა­სი­ლი კუ­ლი­კი სავ­სე­ბით ნორ­მა­ლურ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და: მა­მა _ ბი­ო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, მწე­რა­ლი, დე­და _ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. თვით ვა­სი­ლი გა­რეგ­ნუ­ლად რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი კა­ცის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და. ჰყავ­და ცო­ლი და ორი შვი­ლი. სამ­სა­ხურ­ში მი­სი პი­რა­დი საქ­მე უამ­რა­ვი "მად­ლო­ბით" იყო სავ­სე. თუმ­ცა­ღა, ექი­მის ჩრდი­ლო­ვა­ნი მხა­რე და­უ­ო­კე­ბელ სექ­სუ­ა­ლურ მა­ნი­აკს ფა­რავ­და, რო­მე­ლიც თა­ვი­დან პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნე­ბის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, შემ­დეგ კი, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბის ში­შის გან­ც­დამ თა­ვი მო­ა­ბეზ­რა, მა­თი მოკ­ვ­ლაც და­იწყო.
1984 წელს, კუ­ლიკ­მა პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა: ის ქუ­ჩა­ში თა­ვის ძველ პა­ცი­ენტს _ მო­ხუ­ცე­ბულ ქალ­ბა­ტონს შეხ­ვ­და და თა­ვი მის და­სახ­მა­რებ­ლად გა­მო­ი­დო. ქა­ლი სახ­ლ­ში მი­ა­ცი­ლა და ამი­ნა­ზი­ნის ორ­მა­გი დო­ზა გა­უ­კე­თა. ამან მსხვერ­პ­ლი მო­ა­დუ­ნა და ნა­ხევ­რად უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო. კუ­ლიკ­მა ქა­ლი ჯერ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა, შემ­დეგ _ მო­ახ­რ­ჩო. ამ შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ, მის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ად მო­ხუ­ცი ქა­ლე­ბის (რო­გორც წე­სი, 70 წელ­ზე ზე­მოთ) გა­ნად­გუ­რე­ბა იქ­ცა. რო­ცა "სას­წ­რა­ფო­თი" მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუც ქალ­ბა­ტო­ნებ­თან გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მი­დი­ო­და, კუ­ლი­კი მათ მო­ნა­ცე­მებს უბის წიგ­ნაკ­ში ინიშ­ნავ­და. სა­მუ­შა­ოს შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებს ისევ მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და, "მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და", წნე­ვის გა­ზომ­ვას და ინი­ექ­ცი­ის გა­კე­თე­ბა­საც სთა­ვა­ზობ­და. შპრიცს და­სა­ძი­ნე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტით ავ­სებ­და. სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის დად­გო­მის მე­რე, მათ აუპა­ტი­უ­რებ­და და კლავ­და. ში­გა­და­შიგ, მო­ხუ­ცებს ბავ­შ­ვებ­საც უნაც­ვ­ლებ­და. სულ, სის­ხ­ლი­ან ან­გა­რიშ­ზე 13 მსხვერ­პ­ლი იყო.
სა­სა­მარ­თ­ლომ კუ­ლიკს სა­სიკ­ვ­დი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. დამ­ნა­შა­ვე ცდი­ლობ­და, თა­ვი ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლად წარ­მო­ედ­გი­ნა. შემ­დეგ, გაქ­ცე­ვაც სცა­და. ფი­ზი­კურ ფორ­მას ცი­ხე­შიც ინარ­ჩუ­ნებ­და _ მუშ­ტებ­საც იღე­რებ­და და კუნ­თებ­საც ავარ­ჯი­შებ­და. ცდი­ლობ­და, რა­ი­მე იარა­ღი ჩა­ეგ­დო ხელ­ში. მას სა­მარ­თე­ბე­ლი და წვერ­გა­ლე­სი­ლი სახ­რახ­ნი­სიც უპო­ვეს. სა­ბო­ლო­ოდ, გა­ნა­ჩე­ნი 1988 წლის 11 აგ­ვის­ტოს აღ­ს­რულ­და.
სხვა­თა შო­რის, რა­რიგ უც­ნა­უ­რიც უნ­და იყოს, და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, ვა­სი­ლი კუ­ლიკ­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ის მა­ინც ექი­მი იყო და ბრა­ლის აღი­ა­რე­ბი­სას და­წე­რა: "სა­კუ­თარ თავს ფი­ზი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რა­დაც სრუ­ლი­ად ჯან­მ­რ­თე­ლად მი­ვიჩ­ნევ და მო­ვითხოვ, რომ ჩემ მი­მართ სას­ჯე­ლის უკი­დუ­რე­სი ფორ­მა იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი... ვთვლი, რომ იმ­გ­ვარ ადა­მი­ა­ნებს, რო­გო­რიც მე ვარ, ად­გი­ლი ადა­მი­ან­თა შო­რის არ მო­ე­ძებ­ნე­ბა. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან შე­თავ­სე­ბა­ზე..."

"მედ­ძ­მის" საქ­მე
პე­ტერ­ბურ­გის სას­წ­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ერთ-ერ­თი ქვე­სად­გუ­რის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი _ მაქ­სიმ პეტ­რო­ვი, ერთ ადა­მი­ან­ში, რო­ბერტ სტი­ვენ­სო­ნის ნა­წარ­მო­ე­ბის _ "ე­ქი­მი ჯე­კი­ლი­სა და მის­ტერ ჰა­ი­დის" მონ­ს­ტ­რ­თა გან­ს­ხე­უ­ლე­ბად იქ­ცა. მი­სი და­ნა­შა­უ­ლის ძი­რი­თა­დი მო­ტი­ვი ან­გა­რე­ბა იყო. ის უღო­ნო მო­ხუ­ცებ­თან ვი­ზი­ტებ­ზე სი­ა­რულს დი­ლი­დან იწყებ­და (მა­შინ, რო­ცა მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სახ­ლ­ში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ).
პეტ­რო­ვის პირ­ვე­ლი მსხვერ­პ­ლი, 1997 წელს, კო­მუ­ნა­ლურ ბი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­და. მო­ძა­ლა­დემ მას თა­ვი პო­ლიკ­ლი­ნი­კის ექი­მად წა­რუდ­გი­ნა. გა­უ­ზო­მა წნე­ვა, გა­უ­კე­თა სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბა და ბი­ნი­დან ყვე­ლა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლი გა­ი­ტა­ნა. რო­ცა მო­ხუც­მა გა­იღ­ვი­ძა, მე­ზობ­ლებს შეს­ჩივ­ლა, რომ ექიმ­მა გა­ძარ­ც­ვა. თუმ­ცა, მე­ზობ­ლებ­მა მას არ და­უ­ჯე­რეს და ჩათ­ვა­ლეს, რომ ის "ჭკუ­ი­დან შეცდა".
პირ­ვე­ლი 17 ძარ­ც­ვა პეტ­როვ­მა ტრა­გი­კუ­ლი და­სას­რუ­ლის გა­რე­შე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. უბ­რა­ლოდ, მი­ა­ძი­ნებ­და მო­ხუცს და მე­რე ძარ­ც­ვავ­და. მძი­ნა­რე პა­ცი­ენ­ტებ­საც კი ხსნი­და ბეჭ­დებ­სა და სა­ყუ­რე­ებს. ბო­ლო დროს, თავს იზღ­ვევ­და და ბი­ნი­დან გას­ვ­ლი­სას, გაზს რთავ­და, რომ მსხვერ­პ­ლი გარ­დაც­ვ­ლი­ლი­ყო. ადა­მი­ა­ნებს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ერ­თ­გ­ვა­რად გა­უ­მარ­თ­ლათ კი­დეც, რომ არც ერ­თი ბი­ნა არ აფეთ­ქ­და და ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც არ დამ­დ­გა­რა. თუმ­ცა, იყო ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა ხან­ძა­რი გაჩ­ნ­და და ცეცხ­ლი მა­ლე ჩა­აქ­რეს. ბი­ნის დი­ა­სახ­ლი­სიც ცოცხა­ლი გა­დარ­ჩა.
პირ­ვე­ლი მკვლე­ლო­ბა პეტ­როვ­მა 1999 წელს ჩა­ი­დი­ნა. ეს სპონ­ტა­ნუ­რად მოხ­და: რო­ცა ის წყნა­რად ალა­გებ­და ნივ­თებს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ბი­ნა­ში პა­ცი­ენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი დაბ­რუნ­და. პეტ­როვ­ში მის­ტერ ჰა­იდ­მა გა­იღ­ვი­ძა და ქა­ლი სახ­რახ­ნი­სით მოკ­ლა. არც მო­ხუ­ცი და­ინ­დო და და­ახ­რ­ჩო.

მსგავ­სი რამ 1999 წლის 2 ნო­ემ­ბერ­საც მოხდა, რო­ცა 82 წლის ქა­ლის და­ძი­ნე­ბის შემ­დეგ, ძარ­ც­ვის მო­მენ­ტ­ში, სა­ა­ბა­ზა­ნო­დან მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი ბა­ლე­რი­ნა, 48 წლის ოლ­გა პერ­სი­ა­ნი­ნო­ვა გა­მო­ვი­და. სა­ნამ ქა­ლი გა­ერ­კ­ვე­ო­და, რა მოხ­და, მაქ­სიმ­მა პირ­ვე­ლი­ვე შემ­ხ­ვედრ სა­განს _ სამ­კუთხო­ვან ქლიბს _ ხე­ლი სტა­ცა და ოლ­გას რამ­დენ­ჯერ­მე და­არ­ტყა. შემ­დეგ, უსაფ­რ­თხო­ე­ბის­თ­ვის, ის ქა­ლის წინ­დით და­ახ­რ­ჩო. მძი­ნა­რე პენ­სი­ო­ნერ­საც იგი­ვე ბე­დი ეწია. ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლის საზღა­უ­რი აღ­მოჩ­ნ­და: ვერ­ცხ­ლის კოვ­ზე­ბის კომ­პ­ლექ­ტი; ტე­ლე­ვი­ზო­რის 2 პულ­ტი; მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტ­რი; უბ­რა­ლო ხა­ტი და რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი რუბ­ლი.

მა­ნი­ა­კის და­სა­პა­ტიმ­რებ­ლად მი­ლი­ცი­ამ და­გეგ­მა ოპე­რა­ცია სა­ხე­ლად _ "მედ­ძ­მა", რო­მელ­შიც 700 თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პეტ­რო­ვი 2000 წლის 17 იან­ვარს აიყ­ვა­ნეს, რო­ცა მო­რიგ პო­ტენ­ცი­ურ მსხვერ­პ­ლ­თან, ტურ­კუს ქუ­ჩა­ზე გა­მოჩ­ნ­და. მის ჩან­თა­ში ნა­პოვ­ნი იქ­ნა: სა­მარ­თე­ბე­ლი, კაპ­რო­ნის წინ­და და შპრი­ცი და­სა­ძი­ნე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტით.
11 პა­ცი­ენ­ტის მკვლე­ლო­ბის მიღ­მა 47 ძარ­ც­ვა იყო ჩა­დე­ნი­ლი. მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.
სხვა­თა შო­რის, იზო­ლა­ტორ­ში ცუ­დი პი­რო­ბე­ბის გა­მო, პეტ­როვ­მა სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თ­ლო­შიც იჩივ­ლა. ევ­რო­პელ­მა მო­სა­მარ­თ­ლე­ებ­მა მა­ნი­ა­კი შე­ი­ცო­დეს და 2012 წლის 6 ნო­ემ­ბერს, გა­მო­ი­ტა­ნეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სე­რი­უ­ლი მკვლე­ლის­თ­ვის 16.350 ევ­როს სა­ხით კომ­პენ­სა­ცია უნ­და გა­და­ე­ხა­დათ.

წი­ნა­მორ­ბე­დი _ ექი­მი მენ­გე­ლეს სის­ხ­ლი­ა­ნი დავ­თ­რე­ბი
ექიმ მკვლელ­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე შემ­ზა­რა­ვი, ნა­ცის­ტი ექი­მი-ექ­ს­პე­რი­მენ­ტა­ტო­რი _ იოზეფ მენ­გე­ლე იყო. 1943 წლის მა­ის­ში, ის ოს­ვენ­ცი­მის სა­კონ­ცენ­ტ­რა­ციო ბა­ნაკ­ში ექი­მად და­ნიშ­ნეს, სა­დაც ბო­ბო­ქა­რი "მოღ­ვა­წე­ო­ბა" წა­მო­იწყო.
მენ­გე­ლე ბა­ნაკ­ში ჩა­მო­სულ ეშე­ლო­ნებს პი­რა­დად ხვდე­ბო­და და ტყვე­ებს ახა­რის­ხებ­და. არ­ჩევ­და _ ვის უნ­და ემუ­შა­ვა, ვინ გახ­დე­ბო­და მი­სი სას­ტი­კი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის მსხვერ­პ­ლი და ვინ და­ას­რუ­ლებ­და სი­ცოცხ­ლეს გა­ზის კა­მე­რა­ში. მენ­გე­ლე ტრან­ს­პ­ლან­ტა­ცი­ის, ამ­პუ­ტა­ცი­ის, შხა­მე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ცდებს ატა­რებ­და. სა­კუ­თა­რი პრაქ­ტი­კის მან­ძილ­ზე, მან 40000-ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა. მენ­გე­ლეს საყ­ვა­რე­ლი თე­მა ტყუ­პე­ბის კვლე­ვა გახ­ლ­დათ. ის მათ სხვა ბავ­შ­ვე­ბის­გან აცალ­კე­ვებ­და და სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ ბა­რა­კებ­ში ასახ­ლებ­და. მი­სი სას­ტი­კი ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გად, სა­მი ათა­სი ბავ­შ­ვი­დან ცოცხა­ლი 300-ზე ნაკ­ლე­ბი გა­დარ­ჩა.

დასაწყისი იხილეთ აქ
და­სას­რუ­ლი


ირი­ნა ჯან­დი­ე­რი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
26.01.2017
ვერ გავიგე რა თქვი.
მარიამ
13.11.2016
მე ასეთები საკუთარი თვალითაც ვნახე და ზოგის საქმიანობა თუ არ მახსოვს დიდი დოზების გამო, ზოგის მახსოვს ზედმიწევნით. თუმცა ისეთებიც არიან, ვისგანაც ნაწილი მახსოვს და ნაწილი არა.მათი მისამართით შეტანილი საჩივარი არცერთმა ჯანდაცვის მინისტრმა არ ჩათვალა მნიშვნელოვნად, არც ა. ურუშაძემ და არც დ. სერგეენკომ.
მარიამი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი