რატომ მოკლა ქმარმა ახალგაზრდა მეუღლე - მეზობლები აღმაშენებელზე მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებს ყვებიან - გზაპრესი

რატომ მოკლა ქმარმა ახალგაზრდა მეუღლე - მეზობლები აღმაშენებელზე მომხდარი მკვლელობის ახალ დეტალებს ყვებიან

თბილისში, აღმაშენებლის #115-ში მოკლული ქალის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მეუღლემ თოკით გაგუდა. სავარაუდოდ, შემთხვევას წინ ფულის საკითხზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი მეუღლესთან ერთად აღნიშნულ მისამართზე 2011 წლიდან ცხოვრობს. მათივე თქმით, ოჯახი კონფლიქტური არ იყო. ამასთან, როგორც ადგილობრივები ყვებიან, მოკლულის ცხედარი საცხოვრებელ სახლში სამართალდამცავებმა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც დანაშაულის შესახებ პოლიციას თავად გარდაცვლილის მეუღლემ უამბო.

"ეს ოჯახი კონფლიქტურობით არ გამოირჩეოდა. 2011 წელს გადმოვიდნენ ამ სახლში, ცხოვრობდნენ ქირით. ქალი ერთ-ერთ მაღაზიაში მუშაობდა. როგორც ვიცით, მათ

საერთო შვილი არ ჰყავდათ, თუმცა ქმარს პირველი ქორწინებიდან ჰყავს შვილი. გარდაცვლილი ახალგაზრდა იყო. საკმაოდ კარგი ურთიერთობით გამოირჩეოდა მეზობლებთან. არანაირი კონფლიქტი აქამდე არ შეგვიმჩნევია. ცხედარი სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს. როგორც ამბობენ, პოლიციას თვითონ მეუღლე ჩაბარდა და შემთხვევის შესახებ თავად განაცხადა", - განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა მაია გელოვანმა.

ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.