სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭი ჯართის შეგროვების დროს მდინარეში ჩავარდა, დაუხმარებლობის ბრალდებით დაკავებულია მეზობელი - გზაპრესი

სენაკში დაკარგული 8 წლის ბიჭი ჯართის შეგროვების დროს მდინარეში ჩავარდა, დაუხმარებლობის ბრალდებით დაკავებულია მეზობელი

სენაკში, ერთი კვირის წინ დაკარგულ 8 წლის ბიჭს მდინარე ტეხურაში ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.

გავრცელებული ცნობით, ამ დროს მდინარესთან კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად დაკავებულია. მის წინააღმდეგ საქმე ბავშვის დაუხმარებლობის მუხლითაა აღძრული. დაკავებული 8 წლის ბიჭის მეზობელია.

"საქმეზე "სისხლის სამართლის საქმე" აღძრულია 129-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობას სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სენაკში 8 წლის ბიჭი 23 თებერვალს გაუჩინარდა. დაკარგულის მამის ინფორმაციით, ნიკა გაბეჩავა ეზოში გავიდა სათამაშოდ, თუმცა მას შემდეგ არავის უნახავს.

"ინტერპრესნიუსი"