რა მდგომარეობაშია დაყაჩაღებული მსახიობი გურამ ჯაში?
font-large font-small
რა მდგომარეობაშია დაყაჩაღებული მსახიობი გურამ ჯაში?
სტატიას მომხდარზე ჟურნალი "გზა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

"უკნიდან ჩაურტყამთ რაღაც საგანი. ეტყობა, ქურქის გახდა უნდოდათ" - რა მდგომარეობაშია დაყაჩაღებული მსახიობი?
მსახიობი გურამ ჯაში ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ის რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს და საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

რამდენიმე დღის წინ მსახიობი კლინიკაში თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით მოათავსეს. როგორც ირკვევა, ღამის საათებში, მშრალ ხიდზე ფეხით მიმავალ მსახიობს ჯერჯერობით დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს.



ცისანა სარაჯიშვილი, მსახიობის დედა:
- კარი რომ გავაღეთ, ჩემი შვილი საშინელ მდგომარეობაში ვნახე, პირი არ უჩანდა, სულ სისხლიანი იყო. შევშფოთდი.

რომ ვკითხე, - რა დაგემართა-მეთქი? მომატყუა, - წავიქეციო, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მოიტყუა, რადგან ქურთუკი გახეული ჰქონდა, არც ტელეფონი ჰქონდა და არც საფულე. მივხვდი, რაც მოხდა... "სასწრაფო" გამოვიძახე და საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ. მშრალ ხიდზე მიმავალს თურმე, დაყაჩაღების მიზნით დაესხნენ თავს…

მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა. უკნიდან ჩაურტყამთ რაღაც საგანი. ეტყობა, ქურქის გახდა უნდოდათ, მაგრამ ვერ შეძლეს, ცალი სახელო ქურქს მოგლეჯილი აქვს.

იურისტ ზაზა ჭაიას მიაჩნია, რომ მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასწორი კვალიფიკაცია მისცა:
"მას თავის ქალის ტრეპანაცია დასჭირდა და ამ ფაქტზე საქმე აღძრეს არა
ყაჩაღობის - 179-ე მუხლით, არამედ 120-ე - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით და მედიას განუმარტეს, თავდასხმის მოტივად დასახელებული ყაჩაღობის ფაქტი ამ ეტაპზე არ დასტურდებაო. ეს არის დაცინვა და სტატისტიკის დამალვა".

მსახიობი გურამ ჯაში ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ის რეანიმაციიდან პალატაში გადაიყვანეს და საბედნიეროდ, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 2 მარტის ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი