როგორ გამოიყურება ბათუმის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ღამის შემდეგ - გზაპრესი

როგორ გამოიყურება ბათუმის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ღამის შემდეგ

რა ვითარებაა აჭარის პოლიციის სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ღამის შემდეგ - უახლესი ფოტოკადრები

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, მოძრაობა აღდგენილია.

როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ბათუმიდან იუწყება, ქუჩის დასუფთავებითი სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა და მოძრაობაც ცოტა ხნის წინ აღდგა. ადგილზე შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

აქცია, რომელიც 11 მარტს დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო, რამდენი საათში უკიდურესად გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს, დაამსხვრიეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ბათუმის ცენტრში. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დასჭირდა.GzaPress

შსს-მ გამთენიისას სპეცოპერაცია ჩაატარა და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა. შედეგად დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

ნახეთ ფოტოები