ვანის რაიონში შვილმა მამა თოფით მოკლა - გზაპრესი

ვანის რაიონში შვილმა მამა თოფით მოკლა

ვანში, სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვანის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ზეინდარში ბადრი ადეიშვილმა განაცხადა, მამა- შვილს ოჯახში კონფლიქტი ხშირად ჰქონდა.

"როგორც ვიცი, მამა და შვილი ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება ჰქონდათ ოჯახში. როგორც შვილმა გამომძიებელს უთხრა, მამა მისკენ წალდით თუ ნაჯახით წავიდა, რა დროსაც მამას თოფი ესროლა," - განაცხადა ბადრი ადეიშვილმა.