რატომ ჩაცხრილეს სიძე და ცოლისძმა? - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები
font-large font-small
რატომ ჩაცხრილეს სიძე და ცოლისძმა? - ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის უცნობი დეტალები
დიმა მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობდა

გასულ კვირას ოზურგეთში, დღისით, საკუთარ ავტომობილში 42 წლის გურამ ფოცხიშვილი და მისი დის ქმარი, 33 წლის დიმა ომოლჩენკო სადისტურად ჩაცხრილეს. თავდამსხმელებმა 30-ჯერ გაისროლეს ორი სხვადასხვა იარაღიდან. ფოცხიშვილს სხეულზე 10 ჭრილობა მიაყენეს, ომოლჩენკოს - 4 და შემთხვევის ადგილიდან მიმალვაც შეძლეს. ცნობილია, რომ გასროლები ე.წ. კალაშნიკოვის ავტომატიდან, ასევე "მაკაროვის" სისტემის იარაღიდან მოხდა. სამწუხაროდ, ორივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები შავი ფერის "ჰონდას" მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. მოგვიანებით ეს ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, დამწვარი იპოვეს. ეტყობა, ამ გზით სცადეს თავდამსხმელებმა კვალის წაშლა. შემზარავ ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს, რადგან იმ დროს კოკისპირულად წვიმდა და მოსახლეობას გასროლის ხმა არ გაუგონია.


მომხდარზე გამოძიება 109-ე მუხლით აღიძრა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ამ დრომდე უცნობია დამნაშავეების ვინაობა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა წინასწარ კარგად იყო დაგეგმილი და მიზანი გურამ ფოცხიშვილის განადგურება გახლდათ. იგი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირია და როგორც ამბობენ, წლების წინ ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაპირისპირებაც ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ანგარიშსწორება ძველი წყენის გამო მოხდა, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა მიზეზით დაუპირისპირდნენ მას.

ფოცხიშვილი 2006 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციისთვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. მაშინ მას სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თურმე, ციხეში მისი მოკვლაც სცადეს. ამბობენ, ე.წ. ავტორიტეტებმა საკანში პატიმარი შეუგზავნეს და მან მაკრატლით მიაყენა დაზიანება. მაშინ სიკვდილს გადაურჩა, ვერ განახორციელეს ჩანაფიქრი. როგორც ათასობით მსჯავრდადებულს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ფოცხიშვილსაც ამნისტია შეეხო და საბოლოოდ, 2013 წელს ციხე დატოვა. როგორც ამბობენ, ბოლო დროს ბიზნესით იყო დაკავებული და ოზურგეთში ცხოვრობდა. თურმე, გურამ ფოცხიშვილს ბევრი მტერი ჰყავდა
- ე.წ. კანონიერი ქურდები და მათთან დაახლოებული პირები.
- გურამს ბაბუის სახელი ერქვა, ბაბუამისი კანონიერი ქურდი იყო და ასევე მამამისი, დავითიც. დავითს ბოლოს რაღაც დაპირისპირება ჰქონდა ე.წ. ავტორიტეტებთან და ამბობენ, მას ქურდის სახელი შეუჩერესო. დაპირისპირება 90-იან წლებში დაიწყო, როცა ოზურგეთში არჩევნების მოსაგებად ერთი ცნობილი "კანონიერი ქურდი" თბილისიდან ჩამოიყვანა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ. გურამის მამა მაშინ ამ ქურდს დაუპირისპირდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ ესროლა კიდეც და დაჭრა, მერე კი სხვა "კანონიერ ქურდებთან" ჰქონდა კონფლიქტები. გურამსაც ჰქონია კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან დაპირისპირება. მაშინ ყველა ამბობდა, ის რომ არ დაეჭირათ, აუცილებლად მოკლავდნენო. ციხეში ჩასვეს, იქაც სცადეს დაჭრა, ეტყობა პრობლემა მაინც ვერ მოგვარდა და ახლა იძიეს შური. ისე, ადგილობრივებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. იმ დღეს თურმე სათევზაოდ მიდიოდა, მანქანაში ჩაულაგებია საჭირო ატრიბუტები და უთქვამს, - ჩემთან ერთად დიმაც მოდისო და სახლიდან წამოსულა. მდინარემდე არ ჩასულან, ეტყობა გზაში დაურეკეს, ალბათ შეხვედრა სთხოვეს, ამიტომ იაკობ შემოქმედელის ქუჩისკენ წამოსულა და იქ გაუხსნეს ცეცხლი, - ამბობს იქაური მცხოვრები.

რაც შეეხება მასთან ერთად მოკლულ დიმა ომოლჩენკოს, ამბობენ, რომ ის მსხვერპლია და თავდამსხმელებმა მთავარი მოწმე ამ გზით მოიშორეს თავიდან.
დიმას მძიმე ბავშვობა ჰქონდა: მშობლები ადრე დაეღუპა და ულუკმაპუროდ დარჩენილი, შემოქმედის ეპარქიაში აღმოჩენილა. მეუფე იოსებმა გაზარდა. იგი სტიქაროსანი და მეუფის მძღოლი იყო. ყველა დადებითად ახასიათებს და მომხდარით შეძრულები არიან. ამბობენ, რომ არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და მას მტერი არ ჰყავდა. სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი წერილებით.
შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ხათუნა ცერცვაძე წერს (სტილი დაცულია): "მამა ვასილმა აღმოაჩინა პატარა, თეთრი, საყვარელი ბიჭი. თავისთან ზრდიდა. მერე მეუფემ ნახა და ეტყობა თვალებში რომ ჩახედა, დაინახა, რაც ელოდა, ამიტომ უნდოდა, თავისი ფრთების ქვეშ ყოფნით დაეფარა. დიმა გაიზარდა შემოქმედის ეპარქიაში, მეუფის ფრთის ქვეშ, ეკლესიის წიაღში. ერთგული და პატიოსანი კაცი დადგა. მშრომელი და სიკეთის მოყვარე. მეუფისგან სითბო, სიყვარული, შრომისმოყვარეობა ისწავლა და ასე გვინაწილებდა სიყვარულს ყველას, ჩვენი გაზაფხულა, ასე ეძახდნენ მას, დედობას იღუმენიები და დედები უწევდნენ. ყველას შვილივით გულში გვყავდა ჩვენი დიმიკო. ასე მოვდიოდით ერთად, ბევრი წელი. ბედნიერი წუთები და ერთად ყოფნის სიამოვნება გვავსებდა. ყველა ასე ვერთიანდებოდით მეუფის ირგვლივ. უფრო სწორად, მეუფე გვაერთიანებდა თავის ირგვლივ... მერე ცხოვრების გზაჯვარედინზე გავედით. დიმიკო დაქორწინდა და ეს იყო ყველაზე ბედნიერი და ლამაზი დღე. ყველა მასთან ვიყავით და გვინდოდა, ყველაფერი საუკეთესო ჰქონოდა. მერე დიმიკომ ეს პასუხისმგებლობა კარგად გაისიგრძეგანა და ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთაც წავიდა. დღედაღამ მუშაობდა ცოლ-ქმარი, რომ რაიმე შეექმნათ. მერე დაბრუნდნენ სამშობლოში, თავიანთი ბუდე მოიწყვეს და შრომა გააგრძელეს. ასე პატიოსნად და დაუზარლად გაჰქონდათ ცხოვრების ჭაპანი. დღეს კი, ჩემი საწყალი ბიჭი ასე უმოწყალოდ წავიდა ამ ქვეყნიდან, დატოვა სიყვარული და პატარა ბიჭი. ბიჭი, რომელიც მამის ასლია. ბიჭი, რომელიც უმამოდ უნდა გაიზარდოს. მართალია, ემახსოვრება საყვარელი მამიკო, მაგრამ მაინც სხვებისგან მოუწევს გაიგოს, როგორი თბილი გული ჰქონდა მის უბედო მამას, როგორი ერთგული, როგორი მშრომელი იყო და სულ პატარა ბიჭმა რაც შეეძლო ყველაფერი დაუტოვა მის შვილს. რაც მთავარია, პატიოსანი სული და სახელი დატოვა, მაგრამ მაინც შემთხვევითობის მსხვერპლი გახდა".

მომხდარით შეწუხებულია დიაკვანი დავით გოგიტიძე, რომელიც დიმა ომოლჩენკოსთან ერთად ტაძარში მსახურობდა. ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს კრიმინალთან შეხება არასდროს ჰქონია. გოგიტიძის თქმით, დიმა ომოლჩენკო მკვლელობამდე ერთი საათით ადრე ნახა:
- ძალიან მშვიდად და წყნარად იყო. მის გეგმებზეც ვისაუბრეთ, პრობლემა არავისთან ჰქონია. ის შემთხვევითობის მსხვერპლია, დიმა უკონფლიქტო ადამიანი იყო... - ამბობს დიაკვანი.

დიმა მეუღლესა და შვილთან ერთად ცხოვრობდა. მასზე კობა სუბელიანი წერს:
"ოზურგეთელ ბიჭს ვიცნობდი, დიმა ერქვა. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ, თუმცა პატარა იყო ჩემზე. სემინარიიდან ზაფხულის არდადეგების პრაქტიკებზე რომ გვანაწილებდნენ სტუდენტებს, მე გურიას ვირჩევდი ხოლმე, მეუფე იოსებთან მივდიოდი ოზურგეთში. იქ გავიცანი და ერთად ვსტიქაროსნობდით მე და დიმა. მეუფე იოსებთან მსახურობდა საკათედროში. ობოლი იყო. 5 წლის იყო, როცა დაობლდა. მეუფემ იშვილა და გაზარდა, მერე სახლი უყიდა ოზურგეთში და დაოჯახდა კიდეც. ცოლის ძმა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი იყო, რომელიც მანქანაში ჩაცხრილეს ოზურგეთის ცენტრში და დიმაც ზედ მიაყოლეს, რადგან იქ იყო - მოწმე მოიშორეს, რა! პატიოსანი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ფაქტს შეესწრო. ცოლი და 3 წლის შვილი დარჩა".
მომღერალი ბექა ჩხაიძეც თავის "ფეისბუკ"-გვერდზე ეხმიანება მომხდარს და ამბობს, საქართველოში არ ვარ და გურამისა და დიმას მკვლელობამ ძალიან გამამწარაო. ის აზიარებს დავით კენჭიაშვილის შესრულებულ სიმღერას - "ცირა" და ასეთ მინაწერს უკეთებს:
"ამ სიმღერაზე დაგვათენდა თავზე და ზუსტად ასე მითხარი - "კაროჩე გავარიატ, შენც მაგარი ბრადიაგა ყოფილხარ". ეს რაც მოხდა, მოულოდნელი იყო, დარწმუნებული ვარ, თორე მაგ "გაზაფხულივით" სუფთა ბიჭს მაინც გადაარჩენდი! ჩემ თვალწინ გაიზარდა ეგ ოქროს ბიჭი და მაგის გამოტანილი სეფისკვერი ახლაც მიხანგრძლივებს ცხოვრებას. გემშვიდობები, ჩემო ვაჟკაცო კაცო, გემშვიდობები, დიმა. გაზაფხულივით სუფთა იყავი და ღმერთმა გაანათლოს თქვენი სული" .
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით ამ საქმის ირგვლივ არ საუბრობენ. უცნობია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება. ფაქტზე მოკვლევა გრძელდება. თავად დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლებიც ერიდებიან მომხდარზე საუბარს. ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით.

თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი