ბაბუის მკვლელობისთვის 20 წლის გოგოსა და მის მეგობარს 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
font-large font-small
ბაბუის მკვლელობისთვის 20 წლის გოგოსა და მის მეგობარს 14-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ წელს, ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაასრულა. ორი ახალგაზრდა ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებაში დამნაშავედ ცნო.

9 აპრილს მეზობლებმა ნახეს, რომ ჯუმბერ კუპრეიშვილის ბინიდან ცეცხლის კვამლი გამოდიოდა და სახანძრო სამსახური გამოიძახეს. მაშველებს სახლში მოხუცის დასახიჩრებული ცხედარი დახვდათ, მას სხეულზე უამრავი დაზიანება აღენიშნებოდა. აშკარა იყო, დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავეებმა კვალის წაშლის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდეს. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ვინ წარმოიდგენდა, რომ ბაბუის მკვლელობაში მისი 19 წლის შვილიშვილი გოგონა იქნებოდა გარეული.
დანაშაულის ჩადენიდან ერთი თვის თავზე, ძალოვანებმა მარიამ კუპრეიშვილი დააკავეს, მეორე დღეს კი მისი მეგობარი, 20 წლის გიორგი გვარამია აიყვანეს. მარიამმა პირველი დაკითხვისას დეტალურად აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა, მისი მეგობარი დუმილის უფლებას იყენებდა. მოგვიანებით მარიამმაც უარყო ბაბუის მკვლელობაში მონაწილეობა და ამბობდა, რომ ეს ძალადობით მიღებული ჩვენება იყო. პროკურატურამ ახალგაზრდებს ანგარებით, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დასდო ბრალი.
უმძიმესი იყო ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ ჯუმბერ კუპრეიშვილს სხეულზე დანით 40 დაზიანება ჰქონდა მიყენებული. როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, კუპრეიშვილი მეორედ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მას ორი შვილი ჰყავდა. სწორედ ერთ-ერთი ვაჟის ქალიშვილი გახლავთ მარიამი. ისიც გაირკვა, რომ მოკლულმა მთელი ქონება, მათ შორის ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე ბინა და ავტომობილი მეორე ცოლის ოჯახს დაუტოვა. თქვეს, რომ სწორედ ამ ფაქტმა გააღიზიანა მარიამი. იმასაც ამბობდნენ, ჯუმბერ კუპრეიშვილი შეძლებულად ცხოვრობდა, კერძოდ, მევახშეობით იყო დაკავებული და სახლშიც სოლიდურ თანხას ინახავდა. ეს იცოდა მასზე განაწყენებულმა შვილიშვილმა და ანგარების მიზნით, მეგობარ გიორგი გვარამიასთან ერთად ბაბუის მკვლე­ლობა განიზრახაო.
ბრალდებული გვარამია თავიდან მომხდართან ყოველგვარ კავშირს უარყოფდა, მაგრამ ძალოვანებს არ გამოჰპარვიათ ერთი გარემოება: კუპრეიშვილის მკვლელობის დღეს ერთ-ერთი საავადმყოფოდან პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ მათთან ახალგაზრდა მამაკაცი ხელზე მყესების დაზიანებებით იყო მოთავსებული. სამართალდამცავებს საავადმყოფოში გიორგი გვარამია დახვდათ, რომელსაც მარჯვენა ხელის თითებზე მყესები ჰქონდა დაზიანებული. ის ამბობდა, რომ შანხაიას ქუჩაზე დაყაჩაღება დაუპირეს და თავდასხმისას მყესები გადაეჭრა. ბოლოს გიორგიმ გამომძიებელს უთხრა, რომ თითები სახლში, დანით დაიზიანა და ყაჩაღობის ვერსია უბრალოდ, მოიგონა, რაც სამართალდამცავებმა არ დაიჯერეს. კვალმა ისინი მარიამ კუპრეიშვილზე გაიყვანა. ჯერ მარიამი დააკავეს, მერე - გიორგი.
პროკურატურა ანგარებით, ჯგუფურად, სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა მათ, მაგრამ სასამართლომ ყველა ბრალდებაში ისინი დამნაშავედ არ ცნო და მოუხსნა ანგარება და სისასტიკე, თუმცა ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და სხვისი ნივთის განადგურებაში.
დანაშაულთა ერთობლიობით, თითოეულს სასჯელის ზომად 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბონდო ვათიაშვილი, გიორგი გვარამიას ადვოკატი:
- სასამართლო პროცესები დახურული იყო, ამიტომ ჩვენების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან გამჟღავნების უფლება არ მაქვს. მართალია, მოსამართლემ მოუხსნა ბრალდებულებს ანგარებით ჩადენილი მკვლელობის მუხლი და ასევე სისასტიკე, მაგრამ რატომ დატოვა ჯგუფური მკვლელობა, ჩემთვის გაუგებარია. გავასაჩივრებთ გამოტანილ განაჩენს, რადგან გამოტანილი სასჯელით განცვიფრებულები ვართ. პროკურატურამ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომ ეს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა იყო. გიორგი გვარამია თვითონ იყო დაჭრილი, მყესები გარდაცვლილმა გადაუჭრა თავის დაცვისას, რაც ექსპერტების დაკითხვამაც დაადასტურა.
- თავიდან უარყოფდა შემთხვევის ადგილზე ყოფნას. მერე აღიარა?
- სახლში ყოფნას ადასტურებს გიორგი გვარამია, გარდაცვლილმა თვითონ გაუღო კარი და სახლში შეუშვა თავისი შვილიშვილი და მისი მეგობარი. ისაუბრეს მათ საერთო ნაცნობებზე, ბევრ სხვა თემებზე. მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა. რატომ და რისთვის მოხდა, ვერ გავამჟღავნებ, რადგან დახურული იყო პროცესი და ეს მათ პირად ურთიერთობას ეხება. თანხა საერთოდ არ იყო წაღებული სახლიდან, ამიტომ ყაჩაღობა გამოირიცხა. ბრალდების წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებითაც გაირკვა, რომ გარდაცვლილი ცხოვრობდა პენსიით. ამაზე საუბრობდა სასამართლოში გარდაცვლილის საყვარელიც. ამიტომ, თუ ანგარება არ იყო, მაშინ რატომ მოკლავდნენ ისინი ჯგუფურად?
- ფაქტია, სახეზეა უმძიმესი დანაშაული, 40 ჭრილობა ჰქონდა მოკლულს მიყენებული. რით ხსნიდნენ ბრალდებულები ამდენ დაზიანებას?
- 40 დაზიანება ჰქონდა მიყენებული, მაგრამ მხოლოდ სამი იყო აქედან ღრმა ჭრილობა. გიორგი ამბობს, რომ დაზიანებები მან მიაყენა. მართალია, ფსიქიატრი პროცესზე ამბობდა, ეს არ იყო ფიზიოლოგიური აფექტი, მაგრამ ფაქტია, გიორგი, რომელსაც თავს დაესხა გარდაცვლილი, სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავდაცვას ცდილობდა.
- რას ჰყვება თქვენი დასაცავი?
- ჰყვება, რომ ცოტა ხნით გასული იყო ბაბუა, როცა შემობრუნდა, გოგო და ბიჭი ნახა, რომელთა ქცევა არ მოეწონა. ამაზე განაწყენებულმა ორივეს შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ აიღო დანა და ცდილობდა გიორგის დასახიჩრებას. ხელი რომ არ აეფარებინა სახეზე, მოკლავდა ან სერიოზულად დაასახიჩრებდა. ხელის აფარების დროს გაუჭრა მყესები. ბიჭმა სცადა გაქცევა, მაგრამ არ იცოდა ოთახების განლაგება და გაქცევის დროს აღმოჩნდა სამზარეულოში, საიდანაც ვერ გამოდიოდა. იქ ნახა სამზარეულოს დანა, დაინახა ისიც, რომ მოსდევდა ისევ ის კაცი, ამ დროს აიღო სამზარეულოს დანა თავდაცვის მიზნით, რომ მოეგერიებინა. გვარამია იქნევდა დანას და ეს მოქნეული დანა ხვდებოდა ბაბუას.
- ცნობილია, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ წყვილმა სახლს ცეცხლი წაუკიდა კვალის დაფარვის მიზნით და ასევე სახლიდან გაიტანეს ნივთები, სადაც შეიძლებოდა, მათი ანაბეჭდები ყოფილიყო. ამ მოქმედებებზე რა პასუხი აქვთ?
- როცა ნახეს, რომ მამაკაცი მოკვდა, შეეშინდათ და პარკში ჩაყარეს ყავის ფინჯნები, რითიც ყავა დალიეს, დანა და სხვა ნივთები და სადღაც გადაყარეს. ამიტომ საქმეში არ დევს ნივთმტკიცება დანაც.
- მარიამმა ბაბუას ჭრილობები რომ მიაყენა, ეს უარყო სასამართლოზე?
- მარიამი ბაბუის დაჭრაში მონაწილეობას უარყოფს. ეს იმიტომ მოიგონეს პოლიციელებმა, რომ სურდათ მისი დადანაშაულებაც.
- რა მიზნით მივიდა ბაბუასთან, რას ამბობს იგი?
- ბაბუამისსა და გოგოს მამას შორის უსიამოვნება იყო, ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. გოგონას უნდოდა, ისინი შეერიგებინა.
- ისიც ითქვა, ბაბუამ ქონება სხვა ქალს დაუტოვა და განაწყენებულმა განიზრახა მისი მკვლელობაო.
- ვის დაუტოვა ქონება, ეს ამბავი ბაბუის სიკვდილის შემდეგ გაირკვა. ნახეს ანდერძი, რომ რეალურად მთელი ქონება საყვარელს გადაუფორმა. მანამდე სხვა ანდერძი ჰქონდა დაწერილი და იცოდნენ, რომ ქონების 75%-ს მარიამის მამას უტოვებდა, 25%-ს საყვარელს. მარიამის მამას არაფერი შეხვდა, მთლიანი ქონება უანდერძა საყვარელ ქალს, მაგრამ ეს ყველაფერი მისი სიკვდილის მესამე დღეს გაიგეს და მომხდართან კავშირი არა აქვს. ვნახოთ, რას გადაწყვეტს თემიდა. თუ ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, მათ ციხეში 14-14 წლის გატარება მოუწევთ.
თეა ხურცილავა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
ბათუმში 4 წლის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
რა ელით აშშ-ში დაკავებულ ქართველ "კანონიერ ქურდებს"?
(ფოტოზე: რაჟდენ შულაია, ლაშა დოღონაძე და დავით ჯანგიძე, გადაღებულია სტამბოლში, 2014 წელს)
ხობში, სოფელ პირველ მაისში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
29 მაისს, დილის საათებში მკვლელობა მოხდა სურამში. შელაპარაკების ნიადაგზე ადგილობრივმა მცხოვრებმა მეორე ადგილობრივი სანადირო თოფით მოკლა.
რამდენიმე ხნის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიაში სამუშაოდ წასულმა ქართველმა ემიგრანტმა თეა (თეკია) ნიკოლაიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თბილისში ზედიზედ რამდენიმე ახალგაზრდის გარდაცვალებაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოება შეაშფოთა.
ყოფილი რძლის მუქარა და გარდაცვლილი მაზლი
ამ დღეებში, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა საცხოვრებელ კორპუსთან ჩაცხრილეს.
"ცნობილი ესპანელი მხატვრის, მურილიოს ნახატი ჩვენს ოჯახში 1962 წელს გაჩნდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, მამამ მოიტანა და ძალიან ბედნიერი იყო"
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ხელოვნური ინტელექტი - საფრთხე თუ სარგებელი
არჩილ ჭეიშვილს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილი შეაქვს
0 კომენტარი
"რთულია მარტოხელა დედობა"
ექთანი - "მის მკერდის" სტატუსით
1 კომენტარი
"ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახვა..."
24 წლის გოგონას სევდიანი თავგადასავალი
7 კომენტარი