21 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა - მკვლელობის ბრალდებით შეყვარებული დააკავეს - გზაპრესი

21 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა - მკვლელობის ბრალდებით შეყვარებული დააკავეს

22 თებერვალს თემქაზე 21 წლის გოგონას ცხედარი იპოვეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილ 21 წლის ანა ნაცვლიშვილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით მიმდინარეობს.

22 თებერვალს მთელი დღის განმავლობაში ჰკითხავდნენ როგორც მოკლული ანა ნაცვლიშვილის ახლობლებს, ასევე მის შეყვარებულს ლადო გრიგალაშვილს, სწორედ ის დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით. შსს-ის ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება გახდა. სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა. შსს-ს ინფორმაციით, 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობს ბრალდებით, თბილისში დააკავეს, მკვლელობის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მოწმის სტატუსით დაკითხულმა ლადო გრიგალაშვილის მეგობარმა "რუსთავი 2" - თან საუბარში აღნიშნა, რომ არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, ჰქონდათ თუ არა ანა ნაცვლიშვილს და ლადო გრიგალაშვილის კონფლიქტი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ბოლო 5 წლის განმავლობაში შეყვარებულები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებული 21 წლისაა და ისინი სკოლელებიც იყვნენ.

ლადო გრიგალაშვილის მეგობარს, ნიკოლოზ ქიტუაშვილს უჭირს იმაზე საუბარი, იყო თუ

არა მკვლელობის მოტივი შურისძიება.

"მოვყევი რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა, არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს, რომ ჩემმა ჩვენებამ რამე შეცვალოს. ვერანაირ დასკვანს ვერ გავაკეთებ. ჩვეულებრივი დალაგებული ურთიერთობა ჰქონდათ, ჩემთან არეული ურთიერთობის შესახებ არაფერი უხსენებია," - განაცხადა მკლელობაში ბრალდებულის მეგობარმა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რას ამბობენ მეზობლები და ვინ იყო 21 წლის მოკლული გოგონა?