ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას 14 წლის მოზარდი შეეწირა - გზაპრესი

ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიას 14 წლის მოზარდი შეეწირა

ბარათაშვილის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ, შენობიდან ფანჯრის შუშა ჩამოვარდა. შედეგად ჯამში 6 ბავშვი დაშავდა, ყველანი 70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სამწუხაროდ,

მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული 14 წლის ბიჭი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა განუცხადა.

მისი თქმით, მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია.