"იქნებ შვილის ბოლო სუნთქვა მაინც მომესმინა, მაგრამ არ მანახეს..." - გზაპრესი

"იქნებ შვილის ბოლო სუნთქვა მაინც მომესმინა, მაგრამ არ მანახეს..."

ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 14 წლის მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმ საბედისწერო დღეს ასლან მამედოვი თანაკლასელებთან ერთად გართობას "მაკდონალდსში" აპირებდა, მაგრამ ორბელიანის მოედანზე ავტობუსის გაჩერებაზე მდგარს შენობიდან ჩამოვარდნილი მინა თავზე დაეცა. ბიჭი, რომელსაც მხოლოდ გული უცემდა, სასწრაფოდ გადაიყვანეს პირველ კლინიკურ საავადმყოფოში, მას გზაში გული გაუჩერდა, ექიმებმა ამუშავება შეძლეს, მაგრამ საბოლოოდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე ვრცელი სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ალიხან მამედოვი, დაღუპული მოზარდის მამა:

- უბედურ შემთხვევას ჩემი ასლანი, ჩემი შუათანა ბიჭი ემსხვერპლა. იმ დღეს გაკვეთილების მერე სახლში მოვიდა, გამოიცვალა და ბავშვებთან ერთად წავიდა...

ბავშვი სულ დასახიჩრებული იყო. ეტყობა, შუშა არასწორად იყო ჩაყენებული. მე შვილს არავინ გამიცოცხლებს, მაგრამ ასე არ უნდა იღუპებოდნენ ადამიანები. სიმართლე უნდა გაირკვეს და დამნაშავე დაისაჯოს.

იმ დღეს მეუღლემ დამირეკა, დამრიგებელს უთქვამს, პირველ კლინიკურში მოდითო. ოთხჯერ გული გასჩერებია ბიჭს. რომ მივედი, ვყვიროდი, ჩემი შვილი მაჩვენეთ-მეთქი, ყველას ვეხვეწებოდი, იქნებ მისი ბოლო სუნთქვა მაინც მომესმინა, ასევე დაგაინტერესებთ მაგრამ არ მანახეს. ძალიან მიყვარდა ჩემი ბიჭი, არაფერს ვაკლებდი, პატიოსან და წესიერ ბავშვს ვზრდიდი. ამბობდა, სპორტსმენი მინდა გავხდეო, კრივზე დადიოდა. არასოდეს გამოუტოვებია ღონისძიებები და გართობები, სხვებთან ერთად ისიც ყველგან მიდიოდა. (გაგრძელება)