ტყვიამ, რომელიც მოზარდს მამის იარაღიდან გაუვარდა, მეზობელი, 26 წლის ქალი იმსხვერპლა - გზაპრესი

ტყვიამ, რომელიც მოზარდს მამის იარაღიდან გაუვარდა, მეზობელი, 26 წლის ქალი იმსხვერპლა

გლდანში, მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გასროლა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი მამის კუთვნილ იარაღს ათამაშებდა.

დაღუპული 26 წლის გოგოა, რომელიც ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.