"ჩემს ძმას ეკავა იარაღი, ვართმევდი და გავარდა, არ ვიცოდი, შიგნით ტყვია თუ იყოო..." - გზაპრესი

"ჩემს ძმას ეკავა იარაღი, ვართმევდი და გავარდა, არ ვიცოდი, შიგნით ტყვია თუ იყოო..."

დაღუპული 21 წლის გოგოა, რომელიც ოჯახის მეზობლად ცხოვრობდა და მათთან სტუმრად იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"კურიერის" ინფორმაციით იარაღი, რომლითაც ორი არასრულწლოვანი თამაშობდა, ერთ-ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელს ეკუთვნის

მეზობლები "რუსთავი 2"-თან მომხდარის დეტალებზე ჰყვებიან.

"ხმაური იყო, გავედი. იარაღი გავარდაო. ბავშვს ვკითხე, რა მოხდა - მეთქი, ჩემს ძმას ეკავა იარაღი, ვართმევდი და გავარდა, არ ვიცოდი, შიგნით ტყვია თუ იყოო, ასე მითხრა. ვიცი, რომ მამა ძალოვან უწყებაში მუშაობს. რომელ უწყებაში არ ვიცი, ფორმით არასდროს მინახავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იარაღი აქვს", - ამბობს მეზობელი.

კიდევ ერთი ადგილობრივის თქმით კი, გოგონა ბინაში მდგმურად იყო.

"ბავშვებმა იარაღი აიღეს, სახლში ჰქონია იარაღი და გაუვარდათ იარაღი და მოხვდა ამ გოგოს. როგორც სხვების ნათქვამი ვიცი, არ ვიცნობ ამ გოგოს, არ მინახია, მაგრამ მდგმურად იყოო. არ ვიცი ზუსტად სად მუშაობს ეს კაცი უშიშროებაა, სუსია თუ რაღაცა, ალბათ იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. მაგრამ როგორ მოხვდა ბავშვებთან იარაღი, ვერ გეტყვით" - ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

გარდაცვლილი გოგონას ცხედარი უკვე გადასვენებულია საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

გაგრძელება