"მეუბნებოდა, დედა ისეთი მშრომელი ბიჭები ვართ შეკრებილი, გაგიჟებული არიან ეს პოლონელებიო" - ვინ იყო 23 წლის ბიჭი, რომელიც პოლონეთში ავარიას ემსხვერპლა
font-large font-small
"მეუბნებოდა, დედა ისეთი მშრომელი ბიჭები ვართ შეკრებილი, გაგიჟებული არიან ეს პოლონელებიო" - ვინ იყო 23 წლის ბიჭი, რომელიც პოლონეთში ავარიას ემსხვერპლა
16 მარტს, პოლონეთში, ქალაქების ოპოჩნოსა და კონსკიეს დამაკავშირებელ გზაზე ავტოკატასტროფა მოხდა, რომელსაც ორი ქართველი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა საქართველოს ხუთი მოქალაქე.

წინასწარი ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, გზაზე მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. საქართველოს ორი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა. ხუთ დაშავებულს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ.


ავარიის დროს ერთ-ერთი დაღუპული 23 წლის თბილისელი ახალგაზრდა, გიორგი გზირიშვილი იყო, მეორე კი ამავე ასაკის მცხეთელი ბიჭი.
როგორც გიორგი გზირიშვილის დედამ ნანა ბირთველიშვილმა AMBEBI.GE-ს უამბო, მისი ვაჟი პოლონეთში დასაქმების პროგრამით, კერამიკის ქარხანაში სამუშაოდ იყო წასული:

"ისეთი კარგი სახელი დაიმსახურა იქ და ისეთი თავგამოდებით მუშაობდა... დილის 8 საათზე რომ უნდა გასულიყვნენ სახლიდან, 6-ზე უკვე ფეხზე იდგა, ბიჭებს არიგებდა თურმე, ბიჭებო კარგად ვიმუშაოთო, რომ ქართველებზე ცუდი წარმოდგენა არ ჰქონდეთ და ჩვენ ვინ ვართ მიხვდნენო... სულ რაღაც თვენახევარი მუშაობდა და მთელი უფროსობის სიყვარული დაიმსახურა. კარგი ბინა მისცეს, საუკეთესო პირობებით... სულ რჩეული ბიჭები იყვნენ შეგროვილნი. სკაიპში რომ დამირეკავდა, დედა ისეთი ნარჩევი, მოწესრიგებული და მშრომელი ბიჭები ვართ აქ შეკრებილი, გაგიჟებული არიან ეს პოლონელები, ქართველები სხვის ძარცვაში არიან აქ და თქვენ ასეთები როგორ შეიკრიბეთ ერთადო?! ერთმანეთს ვეჯიბრებით კარგ მუშაობაშიო, მეუბნებოდა...ნაძალადევში, მე-12 სკოლაში სწალობდა ჩემი გიორგი, ძალიან ცელქი იყო და აბრაზებდა მასწავლებლებს და ახლა მათ მინდა მივაწვდინო ხმა... ის ბიჭი თქვენ რომ ასე გაბრაზებდათ, ისე კარგ და პატიოსან კაცად იქცა, ისე შეაყვარა ყველას თავი... არ დასცალდა, თორემ ნამდვილად საამაყო იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის... მიუხედავად იმისა, რომ ასე ნაადრევად შეწყდა მისი ცხოვრება, მაინც მოასწრო და ასახელა ყველა..." - ამბობს ნანა ბირთველიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბარში. გაგრძელება
ბეჭდვა