"მამა გაუთავებლად გაიძახოდა, სამივე ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. ჰოდა, დაიწყო მუქარის შესრულება" - გზაპრესი

"მამა გაუთავებლად გაიძახოდა, სამივე ჩემი ხელით უნდა მოვკლაო. ჰოდა, დაიწყო მუქარის შესრულება"

მომხდარის შედეგად მერაბ ქურციკიძემ IV-III ხარისხის უმძიმესი დამწვრობა მიიღო. ის ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციაშია მოთავსებული, სადაც მისი ოპერაცია იგეგმება, თუმცა ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ძალზე მძიმეა. სოფელ მუხურის რწმუნებულის, ავთანდილ ბოჭორიშვილის თქმით, ბიძაშვილებს შორის დაპირისპირება კარგა ხნის წინ დაიწყო.

ავთანდილ ბოჭორიშვილი:

- საშინელება მოხდა, კაცს მთელი სახე დასხეულის დიდი ნაწილი აქვს დამწვარი, რატომ, რისი გულისთვის? საწყალი

მერაბისთანა პატიოსანი და წესიერი კაცი მარტო ჩვენს სოფელში კი არა, ყველგან იშვიათია!

- მართლაც რატომ, რა იყო ამ საზარელი დანაშაულის მიზეზი.

- თამაზს შარშან 20 წლის ბიჭი გარდაეცვალა. მას გულის პრობლემები ჰქონდა და ზედმეტი წონაც აწუხებდა... მამამისი კი მერაბსა და კიდევ ორ ჩვენს თანასოფლელს აბრალებდა შვილის სიკვდილს, - იმ დღეს ამ სამმა დაუძახა, გაიყვანა სახლიდან, მაგათ რომ არ წაეყვანათ, ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდაო.

გაგრძელება