თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა - ვინ არის თბილისში მოკლული ბიზნესმენი? - გზაპრესი

თავდამსხმელმა 7 ტყვია ესროლა - ვინ არის თბილისში მოკლული ბიზნესმენი?

მეზობლების ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოკლულ მამაკაცს თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლად გაეცნო, კარის გაღების შემდეგ კი მას ესროლა.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენს 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.

ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს რაიმე სახის კონფლიქტი არ ჰქონია.

როგორც ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, მკვლელი გარდაცვლილ ნუგზარ კახიძეს, გაეცნო როგორც ფოსტის თანამშრომელი.

"დაახლოებით ორი საათის წინ სახლში მივიდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ზარი დარეკა და უთხრა, რომ ფოსტა ჰქონდა მიტანილი. ქალბატონმა გააღო კარი, ფოსტის ასაღებად მივიდა ნუგზარი და ერთი მჭიდი დააცალა. შემდეგ ქალბატონსაც ესროლა, ის გადარჩა", - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ქალბატონი, რომელიც შემთხვევის შედეგად დაიჭრა, გარდაცვლილს მეურნეობაში ეხმარებოდა.

"ინტერპრესნიუსი" ასევე გაესაუბრა გარდაცვლილის რძალს, თამარ გამყრელიძესაც, რომელიც მოტივზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ გარდაცვლილს კონფლიქტი არ ჰქონია.

"ინტერპრესნიუსი"