მოკლული ტრანსგენდერი მხოლოდ დედამ არ მიატოვა
font-large font-small
მოკლული ტრანსგენდერი მხოლოდ დედამ არ მიატოვა
მკვლელობა სავარაუდოდ, მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა ჩაიდინა

ტრანსგენდერი 25 წლის ბექა ბერიანის ცხედარი თბილისიდან გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში, მშობლიურ სახლში გადაასვენეს. მეზობლების თქმით, ბოლო დროს ბექა სოფელში იშვიათად ჩადიოდა. გურჯაანელ ბექას საზოგადოება საბის სახელით იცნობდა. მას არაერთ შოუში უსაუბრია ღიად თავის ორიენტაციაზე. ამბობდა, რომ 19 წლის ასაკიდან შეიცვალა ორიენტაცია და თბილისში ჩამოვიდა. ახლობლები ამის გამო წუხდნენ და ბევრი არ ელაპარაკებოდა თურმე მას, თუმცა დღეს ყველა წუხს მომხდარის გამო. ის მხოლოდ დედას არ მიუტოვებია და შვილთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ამბობს, რომ შვილთან ამ მტკივნეულ თემაზე არ საუბრობდა.

ბექა წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა. მას პეკინის 14 ნომერში, მეხუთე სართულზე ერთოთახიანი ბინა ჰქონდა ნაქირავები. სწორედ იმ ბინაში შენიშნეს გვიან ღამით მეზობლებმა ცეცხლის ალი და მაშინვე სახანძრო სამსახური გამოიძახეს. მაშველებმა სახლში შეღწევა რკინის კარიდან ვერ შეძლეს, ამიტომ საცხოვრებელში აივნიდან შევიდნენ. შიგნით უკვე ძლიერი ცეცხლი იყო მოდებული. ოთახში, საწოლთან ეგდო გარდაცვლილი ახალგაზრდა. საბის ცხედარს მაშველებმა დანახშირებამდე მიუსწრეს და იქიდან გამოასვენეს.

რამდენიმე ბრიგადა კარგა ხანს ცდილობდა ბინაში ცეცხლის ჩაქრობას. სავარაუდოდ, ცეცხლის კერა საძინებელში იყო. დეტალებს შესაბამისი სამსახურები იკვლევენ.

მეზობლები ამბობენ, რომ იმ ღამით ჩხუბისა და ხმაურის ხმა ბინიდან არ გაუგონიათ. საბისთან ურთიერთობა მათ არ ჰქონდათ, თუმცა ხშირად ხედავდნენ ეზოში ქალის ტანსაცმელში გამოწყობილ ტრანსგენდერს, რომელსაც ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა, სულ პომადა და მაკიაჟი ჰქონდა და გრძელ თმას ატარებდა. აღნაგობით მაღალი და გამხდარი იყო. ”სამსახურიდან ახალი მოსული ვიყავი, როცა სახანძროს მანქანები მოვიდნენ და ეზოში მეც გავიხედე. იმ ბინიდან ცეცხლის ალი გამოდიოდა, მერე გავიგეთ, რომ ეს ახალგაზრდა ვიღაცას მოუკლავს. მკვლელობის მერე თურმე ცეცხლი გააჩინა ბინაში, რომ ცხედარი შიგნით ჩამწვარიყო. როგორც ამბობენ, მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი და სხეულზე სხვა დაზიანებებიც ეტყობოდა. ცხედარი კარგა ხანს ესვენა სადარბაზოსთან და მერე გადაასვენეს პროზექტურაში. როგორც ჩანს, ვიღაცას მისი ინტერესი ჰქონდა. არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენს კორპუსში ტრანსგენდერი ცხოვრობდა. მასთან უცხო ადამიანები დადიოდნენ. ალბათ, პოლიცია გაარკვევს ყველაფერს, ცხედარი ნახევრად დამწვარი იყო, თუმცა ამოცნობა შეიძლებოდა. სავარაუდოდ, ცოტა რომ დაეგვიანათ მაშველებს, გარდაცვლილის სხეული დანახშირდებოდა და მიყენებულ ჭრილობებსაც ვერავინ ნახავდა”, - მითხრა პეკინის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა ნინომ.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პროსტიტუციით იყო დაკავებული და მკვლელობა სავარაუდოდ, მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა ჩაიდინა. თურმე იგი კლიენტებს სახლში იღებდა. იგივე ორიენტაციის კესარია აბრამიძე შესაბამის სტრუქტურებს ლგბტ-ს წარმომადგენლების დაცვისკენ მოუწოდებს.

- ჩემთვის მისი გარდაცვალების ამბავი არა მხოლოდ როგორც მოქალაქისთვის, არამედ როგორც ლგბტ თემის წევრისთვის, მტკივნეულია. მივმართავ მთავრობას თხოვნით, გაამკაცრონ ზომები, რათა დაცული იყვნენ ლგბტ თემის წევრები, - განაცხადა კესარია აბრამიძემ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე. ის თვლის, რომ საბი თავის ორიენტაციას შეეწირა.

სამართალდამცავებმა ოპერატიულად იმუშავეს და იმავე ღამით დაკითხეს თითქმის ყველა ტრანსგენდერი, ვისთანაც მას ურთიერთობა ჰქონდა. მისი მეგობრებიც თვლიან, რომ საბი ორიენტაციის გამოა მოკლული. თუმცა, სხვაგვარია ოფიციალური ინფორმაცია. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კ. მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სწორედ მას ედება ბრალად საბის მკვლელობა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან კ-მ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მის ნაცნობს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ბერიანს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების მტკიცებით, მკვლელობის მიზეზი თანხა იყო. ”ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, ბრალდებულმა ლევანმა ბექას რამდენიმე თვის წინ ასესხა ფული და ამ თანხის უკან დაბრუნებას სთხოვდა. ამის გამო შელაპარაკდნენ და ამას მოჰყვა მკვლელობა”, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ბრალდების მტკიცებით, ლევან კ-მ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექას დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად უკვე ამოიღეს. დაკავებული ლევანი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სასამართლოს წინაშე წარსდგება ბრალდებული და ვნახოთ, რა ჩვენებას მისცემს ის სასამართლოს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობით არის აღძრული.

თეა ხურცილავა, სპეციალურად საიტისთვის
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (25)
01.12.2014
Geyot ra nu gasjit aset adamianebs...da kidev paata xar tu vigac es ar ikurneba rogorc ar unda cado damijere
aranormaluri
23.11.2014
ვეტანხმები სოსოს,ჰორმონები განსაზგვრავს კველაფერს და ადამიანს ჰეიცლება საერტოდ არ უნდა განსხვავებული რომ იკოს,მაგრამ ეს კველაფერი ჰვენს დაუკიტხავად ხდება,ორიენტაციის გამო არ უნდა ხდებოდეს ადამიანის ჰევიცროება და მიტ უმეტეს მოკვლა,საჰინელი დანაჰაულია და მკაცრად უნდა დაისაჯოს მკვლელი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი