"ყოფილმა ქმარმა ჯაჭვით დამაბა... მემუქრებოდა, რომ შვილს მომიკლავდა" - რას ამბობს ვაკეში მოკლული ქალის დედა?
font-large font-small
"ყოფილმა ქმარმა ჯაჭვით დამაბა... მემუქრებოდა, რომ შვილს მომიკლავდა" - რას ამბობს ვაკეში მოკლული ქალის დედა?
თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც მოკლულის დედა, ნათია გობაძე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ამბობს, მისი ყოფილი მეუღლე ვეფხია ბაქრაძე მასზე მუდმივად ძალადობდა და შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

"სულ ძალადობდა ჩემზე, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ბოლოს თებერვალში დამხვდა სახლთან და მუქარით ჩამსვა მანქანაში. კუმისში თავის სახლში წამიყვანა. გზაზე მემუქრებოდა, ფეხები შემიკრა, დანას მიტრიალდება. კუმისის სახლში ჯაჭვით დამაბა და ორი კვირა სახლიდან ვერ გამოვდიოდი. მერე წამომიყვანა, მაგრამ
რომ არ შევურიგდი, მუქარა გააგრძელა, რომ მე ან ჩემს შვილს მოკლავდა. იმ დღესაც მე და თაკო პოლიციაში ვიყავით. მე იქიდან ვაშლიჯვარში გამგზავნეს კიდევ რაღაც საკითხებზე, თაკო ბაღში ბავშვების გამოსაყვანად წავიდა. სულ ცუდი გრძნობა მიტრიალებდა თავში, რადგან დილით კარებიც ვერ ჩავკეტეთ, საკეტი მოშლილი იყო. თაკოს ვურეკავდი და არ მპასუხობდა. მინდოდა მეთქვა, რომ დამლოდებოდა, მაგრამ ბოლოს იმან მიპასუხა და დამცინავად მითხრა - შენი შვილი უკვე მიწაშიაო. სახლში რომ მივედი, დედის სისხლში ამოსვრილი ბავშვები დამხვდნენ. ეს როგორ გააკეთა. პათოლოგი კი არის, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის ამას ჩაიდენდა",
- განაცხადა ნათია გობაძემ.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
"ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა"
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
2009 წლის 17 ივლისს ქვემო ფონიჭალა - შემზარავი ამბის მოწმე გახდა - 7 წლის ბიჭის გატაცებისა და სასტიკი მკვლელობისთვის პოლიციელი ჯემალ სამადაშვილი დააკავეს.
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სიძე, მინ­დია გო­გო­ჭუ­რი 5 ივლისს, გვიან ღამით, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან დაჭ­რეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სამი ტყვია ფეხ­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი.
რუს­თავ­ში, რუს­თა­ვე­ლის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­მა სამ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნარ­კო­ტი­კე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ტოქ­სი­კა­ცია მი­ი­ღო,
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი