"კანონიერ ქურდს" თავის დახსნა 800 000 ევრო დაუჯდა, რა ელის ამჯერად? - სალონიკში ლაშა შუშანაშვილი დააკავეს - გზაპრესი

"კანონიერ ქურდს" თავის დახსნა 800 000 ევრო დაუჯდა, რა ელის ამჯერად? - სალონიკში ლაშა შუშანაშვილი დააკავეს

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

"ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის 16-17 აპრილს, საფრანგეთსა და საბერძნეთში წარმატებით ჩატარდა სპეცოპერაცია სახელად - "Caucase Normandie". დაკავებულია ოთხი ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი": საბერძნეთის ქალაქ

სალონიკში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1961 წელს დაბადებული ლაშა შუშანაშვილი,

მეტსახელად "ლაშა რუსთავსკი"; საფრანგეთის ქალაქ მონტობანში - ე.წ. კანონიერი ქურდი, 1974 წელს დაბადებული ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად "სიუ". საბერძნეთის ქალაქ ათენში - ე.წ. "კანონიერი ქურდები": 1989 წელს დაბადებული ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად "ნოდო გლდანსკი" და 1962 წელს დაბადებული მერაბ ასანიძე, მეტსახელად "ჩიკორა". (იხილეთ სრულად)

როგორც ცნობილია, 2017 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან და ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან 10 "კრიმინალური ავტორიტეტი", მათ შორის ლაშა შუშანაშვილი შავ სიაში შეიყვანა.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში ქართველ სამართალდამცველებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ესპანეთის პოლიციამ დააკავა ლაშა შუშანაშვილის ძმის, ასევე კრიმინალური ავტორიტეტის, კახა შუშანაშვილის დაჯგუფების 23 წევრი, რომელთა შორის 19 საქართველოს მოქალაქეა.

დანაშაულებრივი ჯგუფი, ძირითადად, ყაჩაღობდა და ფულს "ათეთრებდა". გაირკვვა, რომ ქართულ მაფიას საკუთარი გადამზიდავი კომპანიაც კი ჰქონია, რომლის მეშვეობითაც ნაქურდალი ნივთები რეალიზებისთვის სხვადასხვა ქვეყანაში გადაჰქონდათ.

დაკავებულთა შორის იყო კახა შუშანაშვილის მეუღლეც, რომელსაც გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ესპანური მედიის ინფორმაციით, შუშანაშვილთან შეგროვებული "ობშიაკი" მისივე მითითებით სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდებოდა. ევროპული ქურდული სალაროდან ყველაზე დიდ პროცენტს იღებდა კახას ძმა, ლაშა შუშანაშვილი ("რუსტავსკი"), რომლის დაკავება პოლიციამ სპეცოპერაცია "იავის" დროს ვერ შეძლო - ის ბერძენ სამართალდამცველებს სალონიკის ერთ-ერთი სასტუმროდან გაექცა. (იხილეთ სრულად)

როგორია ლაშა შუშანაშვილის დაკავებების ისტორია? გაგრძელება