"იმ საბედისწერო დღეს ალეკოს დაბადების დღე იყო" - მორიგ საზარელ ავტოავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ - გზაპრესი

"იმ საბედისწერო დღეს ალეკოს დაბადების დღე იყო" - მორიგ საზარელ ავტოავარიას 17 წლის ბიჭები ემსხვერპლნენ

ბიჭების თანასოფლელებმა გვითხრეს, შოთასა და ალეკოზე იმედს არა მხოლოდ მათი ოჯახები, არამედ ორი სოფელი ამყარებდა - ორივე ერთსა და იმავე კლასში სწავლობდა და ერთ ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბიჭები მცირე ასაკის მიუხედავად, ბევრ ზრდასრულზე მეტი ღირსებით ცხოვრობდნენ. შოთას საოცრად უყვარდა თავისი კუთხის ბუნება და გამუდმებით ამ ბუნებაში ტრიალებდა - აქაურებს არაერთხელ დაუნახავთ ტყის დასასუფთავებლად გამოსული... განუყრელი მეგობრები იყვნენ, სადაც შოთა იყო, იქ იყო ალეკოც.

საბედისწერო დღეზე გარდაცვლილების ერთ-ერთი ახლობელი გვესაუბრა:

- იმ საბედისწერო დღეს ალეკოს დაბადების დღე იყო - 17 წლის გახდა. საოცარი ბიჭი იყო, მშობლების და მეგობრების მოსიყვარულე. ასე რომ მისი სამეგობროცა და ოჯახიც ამ დღეს დიდი ამბით ელოდა. ალეკოს დამ და მშობლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რომ ბიჭს ეს დღე დამახსოვრებოდა. ალეკოს და უცხოეთშია წასული და დაბადების დღის ფული მან გამოუგზავნა.

გაგრძელება