"ბიჭების მამამ იმ არაკაცის შეჩერება ვერ შეძლო, 26 წლის ძმა დანით მოკლა და თან გაიქცა..." - გზაპრესი

"ბიჭების მამამ იმ არაკაცის შეჩერება ვერ შეძლო, 26 წლის ძმა დანით მოკლა და თან გაიქცა..."

სამართალდამცავმა მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ძმები კასპის ცენტრში ცხოვრობდნენ, სადაც ორივეს კარგად იცნობდნენ.

გვესაუბრება გარდაცვლილის მეზობელი:

- მომხდარით გაოგნებულები ვართ. ბიჭებს დედა არ ჰყავდათ, არცთუ დიდი ხნის წინ გარდაეცვალათ. უფროს შვილზე ნერვიულობას გადაყვა, რომელმაც ძარცვა-ყაჩაღობა და ადამიანების გამწარება პროფესიად აქცია და ციხეშიც ამოყო თავი. ბოლოს კი ძმის მკვლელად იქცა. ოჯახის ტვირთი და მამის მოვლა საკუთარ თავზე უმცროსმა ძმამ აიღო. 26 წლის ბიჭი ციხიდან გამოსულ, 40 წლის ნაძირალა ძმასაც პატრონობდა. სანაცვლოდ კი ამ არაკაცმა ყელი გამოჭრა.

ციხიდან გათავისუფლებული უფროსი ძმა იმდენად უწესოდ იქცეოდა, ხალხი მასთან შეხვედრასაც კი ერიდებოდა...

გაგრძელება