"არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული დედა და..." - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება - გზაპრესი

"არ მინდოდა დაენახათ ბავშვებს მოკლული დედა და..." - საზარელ მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება

ბავშვების 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

დანაშაულის გახსნა სამართალდამცავებს არ გასჭირვებიათ - თავად ცოლმა ამხილა დამნაშავე. როგორც ირკვევა, შვილის მოსაკითხად ნათელა გაბოძემ ტელეფონზე დარეკა, ყურმილი კი მისმა ქმარმა ვეფხია ბაქრაძემ აიღო და კითხვაზე: სად არის თაკო, უპასუხა, მიწაშიო.

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა ვეფხვია ბაქრაძის ჩვენება, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ (სტილი დაცულია):

"ციხიდან გამოვედი 2017 წლის 25 მაისს, გათავისუფლების შემდეგ საცხოვრებლად წავედი ჩემს ქალიშვილთან, ლიკასთან. ნათელას მობილურზე სმს გავუგზავნე, რომ მინდოდა მისი ნახვა. შევხვდი, გადავწყვიტეთ ისევ ერთად ცხოვრება, ის მაშინ ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა... როცა რამდენიმე დღით ბრუნდებოდა თბილისში, ჩემთან ნაქირავებ ბინაში მოდიოდა და მილაგებდა ყველაფერს, ბინა შინდისის ქუჩაზე მქონდა ნაქირავები. როდესაც ჩემთან რჩებოდა, მეუბნებოდა, რომ ჩემთან ურთიერთობას უშლიდა მისი უფროსი ქალიშვილი თამარი, თუ რა მოტივით, არ ვიცი. მიუხედავად თამარის ასეთი წინააღმდეგობისა, ჩვენ ისევ დავიწყეთ თანაცხოვრება და საცხოვრებლად გადავედით სოლოლაკში. თამარი და თათია ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში თამარის ბავშვებთან ერთად. ჩვენ ხშირად ავდიოდით ბარნოვზეც, მაგრამ იქ არასოდეს დამხვედრია თამარი... გაგრძელება