"განსაცდელში მიატოვა ჩემი შვილი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და გაიქცა" - გზაპრესი

"განსაცდელში მიატოვა ჩემი შვილი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა და გაიქცა"

"ლევანს სასიკვდილო ჭრილობებთან ერთად, ხელებიც დასერილი აქვს, როგორც ჩანს, წინააღმდეგობას უწევდა და დანა დაუჭირა"

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გრძელდება. სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში შეიკრიბნენ ახალგაზრდები და აქცია გამართეს ლოზუნგით, "ნუ მომკლავ - აღასრულე სამართალი". აქციის მონაწილეები სამართლიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვენ.

დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიება არასწორად მიმდინარეობს. ის ითხოვს პროკურატურამ სამართალი აღასრულოს და გამოძიება სწორად წარმართოს, რათა შემდეგში მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს. "აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება", - ამბობს იგი. სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმეები იკითხებიან.

ბოლო სხდომაზე პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომელსაც მოკლულების ოჯახის წევრები მოუთმენლად ელოდნენ. იმედოვნებდნენ, რომ გაეცემოდა პასუხი მთავარ კითხვას, თუ რამდენი დანა ფიგურირებდა ორმაგი მკვლელობისას და ვინ რომელი დანით მიაყენა ჭრილობები დავით სარალიძეს და ლევან დადუნაშვილს. დაზარალებული ზაზა სალარიძე ამბობს, რომ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო:

- სამწუხაროდ, რომელი დანით მიაყენეს ჩემ შვილს სასიკვდილო ჭრილობა, ამ დასკვნაში არ წერია. შესაბამისად, კვლავ უცნობია კონკრეტულად ვინ მიაყენა დათოს ეს ჭრილობა. ეს ორი ბრალდებული, რომლებიც განსასჯელის სკამზე სხედან, ნამდვილად დამნაშავეები არიან, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ კიდევ სხვა იარაღიც იყო გამოყენებული. ექსპერტებს ყველაფერი აქვთ: დანები, ტანსაცმელი, ჩემი შვილის სხეული ჰქონდათ და ვერ დაადგინეს რომელი დანაა გამოყენებული, ეს ხომ აბსურდია, ჩემი აზრი ასეთია, გამოიკვეთა სხვა იარაღიც და გამოძიებამ შეცვალა ყველაფერი სათავისოდ. ვფიქრობ, გამოძიებამ ექსპერტიზის დასკვნა მოწმეების საუბარს მოარგო.

- ბატონო ზაზა, ბრალდების მოწმეების დიდი ნაწილი დაკითხულია, ჩვენებებს თქვენ ისმენთ, როგორ შეაფასებთ მიმდინარე პროცესებს?

- ფაქტობრივად, რამდენიმე მოწმე დარჩა პროკურატურას და ამოწურავს ბრალდების მოწმეების დაკითხვას, მერე ბრალდებულების დაცვა დაკითხავს თავის მოწმეებს. ექსპერტიზის დასკვნაში ჩამოთვლილია ჩემს შვილს რა ჭრილობები აქვს მიყენებული, ყველაზე მთავარი, რაც მაინტერესებდა ის იყო, მომაკვდინებელი ჭრილობა იყო თუ არა საქმეში არსებული დანით მიყენებული, მაგრამ წერია, რომ არსებული დანები ამ ჭრილობებს არ შეესაბამება, თუმცა შესაძლებელია ეს დანები გამოყენებული ყოფილიყოო.

გაგრძელება