"ლუხუმს ერთი კაცი ვერ მოერეოდა, ან რამდენიმე დაესხა თავს, ან მიპარვით მოკლეს" - გზაპრესი

"ლუხუმს ერთი კაცი ვერ მოერეოდა, ან რამდენიმე დაესხა თავს, ან მიპარვით მოკლეს"

ახლობლების თქმით, გარდაცვლილს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული არაერთი დაზიანება აქვს, მათ შორის ყელშიც. 47 წლის ჯანჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათიდან თურქეთში 13 აპრილს გაემგზავრა. ის იზმირის რაიონში მეზობელმა ჩაიყვანა სამუშაოდ - ადგილობრივების ცხვარი უნდა ემწყემსა. 14 აპრილს ლუხუმ ჯანჯარიამ უკვე ოჯახის სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა და გაუჩინარდა. 23 აპრილს ოჯახს ჯანჯარიას გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

მომხდარის შესახებ კახათის ერთ-ერთი მკვიდრი გვესაუბრა:

- კარგი ადამიანი იყო ლუხუმი, გული მტკივა, სადღაც თურქეთში, გვერდით თავიასიანი რომ არ ჰყავდა, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს. ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ვფიქრობ, ლუხუმს მარტო ერთი კაცი ვერ მოერეოდა; ან რამდენიმე კაცი დაესხა თავს, ან მიპარვით მოკლეს, სხვანაირად ვერაფერს მოუხერხებდნენ. სამწუხაროდ, თურქეთში თავის სარჩენად ბევრს მოუწია წასვლა, არაერთი მოკლეს კიდეც... ზოგი ისე ჩამოასვენეს საქართველოში, ვერავინ გაიგო. იქ მომუშავე ქართველები თავად ამბობენ, კვირა არ გავა, თურქულმა პოლიციამ ქართველის გარდაცვალებაზე არ დაწეროსო. ამის მიუხედავად მაინც იქ დადის სამუშაოდ ნახევარი სოფელი, სხვა გზა არ გვაქვს... გაგრძელება