"დღემდე არა მაქვს პასუხი კითხვაზე - რატომ მოკლეს ლევანი?" - გზაპრესი

"დღემდე არა მაქვს პასუხი კითხვაზე - რატომ მოკლეს ლევანი?"

გასული წლის 1-ლ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე განსაკუთრებული სისასტიკით დახოცილი მოზარდების ოჯახები სიმართლის გარკვევას დღემდე ცდილობენ. გამოძიებას 51-ე სკოლის მოსწავლეების - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვანი ჰყავს და არ გამორიცხავენ, დამნაშავეთა რიცხვი გაიზარდოს. "რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ ტრაგედიას ორი მსხვერპლი ჰყავს - ლევანი და დათო - და ვერ ხვდებიან, რომ ვინც შემთხვევის ადგილზე იყო, ყველა მსხვერპლია. ყველაფერი სისხლის სამართლის კოდექსით ხომ არ იზომება და ფასდება, მორალური და ადამიანური კოდექსიც ხომ არსებობს?!" - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე და ტრაგედიის დეტალებს იხსენებს.

- ლევანი იმდენად დიდი ენერგიის პატრონი იყო, ერთი კი არა, სამი ადამიანი გვაკლია სახლში.

სიცოცხლით სავსე, არ ჩერდებოდა, ხან რაღაცას აკეთებდა, ხანაც აფუჭებდა... ძალიან სუფთა ბიჭი იყო და ყველაფერში გასართობს ეძებდა. მღეროდა, მაგრამ საჯაროდ თავის გამოჩენა არ სჩვეოდა. ჩემს შვილს აქამდე არ ვაქებდი, თუმცა ამას იმსახურებდა. მისთვის არასოდეს მითქვამს, მაგრამ ძალიან ვამაყობდი ჩემი შვილით.

...

- მთელი ჩემი მოდგმა მედიკოსები ვართ. საავადმყოფოში, სადაც ლევანი მიიყვანეს, ყველა ჩვენი ახლობელი აღმოჩნდა. მას ისეთი ჭრილობა ჰქონდა გულზე, ადგილზეც რომ დაწყებულიყო რეანიმირება, ლევანს მაინც ვერ გადამირჩენდნენ. მას გულში ჰქონდა ერთადერთი სასიკვდილო ჭრილობა, ხელები კი დასერილი - როცა მკვლელი დანას უქნევდა, ლევანი ხელებს აფარებდა. ისეთი ძლიერია დარტყმა, დანა ფილტვშია გასული. ზუსტად 2 საათზე, როცა მკვლელობა მოხდა, მეც, ლევანის მამამაც და დეიდამაც (სხვადასხვა ადგილას ვიმყოფებოდით) რატომღაც საათს დავხედეთ, როცა ამას ვყვებოდი, მათაც იგივე თქვეს. სხვა დროს უფრო ვიცოდი გადარევა, დარეკვა-მოკითხვა, იმ დღეს არანაირი წინათგრძნობა არ მქონია. გაგრძელება