საზარელ ავარიას ქედაში 5 ადამიანი ემსხვერპლა - გზაპრესი

საზარელ ავარიას ქედაში 5 ადამიანი ემსხვერპლა

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

"მერსედესის" მარკის ავტომობილი ქედის მიმართულებით მოძრაობდა რა დროსაც ავარია მოხდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ადგილზე იმყოფება და სამართალდამცველების მიერ მისი გამოკითხვა მიმდინარეობს.

ხუთივე გარდაცვლილი მსუბუქ ავტომანქანაში იმყოფებოდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავარიის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს.