"ბესიკი 4 შვილთან ერთად, ძმისშვილებსაც საკუთარივით ზრდიდა, სწორედ მათ დაცვას შეეწირა" - გზაპრესი

"ბესიკი 4 შვილთან ერთად, ძმისშვილებსაც საკუთარივით ზრდიდა, სწორედ მათ დაცვას შეეწირა"

ბუზიაშვილების ოჯახის წევრების მტკიცებით, მათ თავს დაესხა დაჭრილი ძმებიდან ერთ-ერთის - ლევან ბუზიაშვილის ცოლის, ნინო ამყოლაძის ყოფილი მაზლი, რამდენიმე პირთან ერთად.

ამყოლაძის მტკიცებით, მაზლი მას მეორედ გათხოვების გამო ემუქრებოდა, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ბესიკ ომიაძის ახლობლები.

მათი თქმით, ბესიკ ომიაძე საუკეთესო ადამიანი იყო და საკუთარ ოთხ შვილთან ერთად, 3 ძმიშვილსაც ზრდიდა, რომელიც დედამ მიატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართლადმაცავებმა მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი - 1984 წელს დაბადებული ლევან ბუზიაშვილი ხაშურის "ახალ კლინიკაში" დააკავეს.

ბრალდებული სამკურნალო დაწესებულებაში რჩება, თუმცა მის პალატასთან პოლიციის თანამშრომლები მორიგეობენ და მეთვალყურეობას უწყვეტ რეჟიმში უწევენ.

შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ: "ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში, 1980 წელს დაბადებულ ნინო ამყოლაძის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მისი ყოფილი ქმრის ძმა - 1973 წელს დაბადებული ბესიკ ომიაძე ორ პირთან ერთად მივიდა, რასაც საცხოვრებელ სახლში მყოფ პირებსა და მისულებს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა.

აღნიშნული ქმედება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მხარეებმა, რკინის ხელჯოხისა და ცივი იარაღის გამოყენებით, ერთმანეთს სხვადასხვა სიმძიმის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, რა დროსაც ამყოლაძის მეუღლის - 1984 წელს დაბადებული ლევან ბუზიაშვილის მიერ ბესიკ ომიაძისთვის დანით მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო აღმოჩნდა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ლევან ბუზიაშვილის ძმამაც, 1982 წელს დაბადებულმა შალვა ბუზიაშვილმაც.

მომხდარის გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

მკვლელობის დღეს, ომიაძემ ყოფილ რძალს მიაკითხა. რატომ მივიდა მასთან, მანამდე ჰქონდათ თუ არა ომიაძეს და მის ყოფილ რძალს ნინო ამყოლაძეს კონტაქტი და რა გახდა მკვლელობის რეალური მიზეზი? - ამაზე კომენტარი ომიაძეების ოჯახის მეგობარს - ელისო ღვინიაშვილს ვთხოვეთ:

- სიმართლე ისაა, რომ ლევან ომიაძის და ნინო ამყოლაძის ოჯახი არერთხელ იდგა დანგრევის პირას. ლევან ომიაძე ბოლო წლები წასული იყო ისრაელში სამუშოდ და იქიდან ინახავდა ოჯახს. ამ ხნის განმავლობაში ნინო ამყოლაძე ეწეოდა უწესო ცხოვრებას და მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად იყვნენ უმეთვალყურეოდ სახლში მარტო დატოვებული, უჭმელ-უსმელი, ავადმყოფი. შემდგომ, ნინო ამყოლაძემ მოინდომა ქმართან ისრაელში ჩასვლა და ორი მცდელობის შემდეგ, შეძლო უკანონოდ გადაეკვეთა საზღვარი. გაგრძელება